#სილამაზე

THEDIARY X LA CLINIQUE: პერსონალიზებული თავის მოვლა UNICSKIN-ის სინათლის თერაპიით

გაზიარება:

სილამაზის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვალებადი და განვითარებადი სფეროა, ამიტომ, რთულია ფეხი აუბა იმას, რაც ყოველდღიურად იცვლება. თუმცა... The Diary მკითხველისთვის სანდო, საინტერესო და მრავალფეროვან რუბრიკას LA CLINIQUE-თან ერთად იწყებს, რომელშიც სილამაზის სამყაროში ყველაზე მოთხოვნადი პროცედურების, ინოვაციური აპარატებისა და პროფესიონალების სასარგებლო რჩევების შესახებ მოგიყვებით.

პერსონალიზებული სილამაზის პროცედურები, ჩვენი კანის საჭიროებებსა, თუ მოთხოვნებზე მორგებული მკურნალობები და ეფექტური შედეგები - ყველაფერია, რაც გვჭირდება... თუმცა, სილამაზის სამყაროს შეუძლია საკმაოდ დამაბნეველი იყოს მომხმარებლისთვის. THEDIARY X LA CLINIQUE-ის ტრადიციული რუბრიკის მიზანი, სწორედ ამ მრავალფეროვან ინდუსტრიაში მეგზურის მოვალეობის შესრულებაა. თუ ჩვენს თანამშრომლობას აქტიურად ადევნებთ თვალს, მაშინ უკვე გეცოდინებათ სალონური მომსახურების ყველაზე პოპულარული პროცედურების და მათი უპირატესობების შესახებ, მაგრამ რას იტყვით ისეთ საშუალებებზე, რომელთა გამოყენებაც სახლის პირობებშიც შესაძლებელია?

LA CLINIQUE-მა სილამაზის სამყაროს ნამდვილი მარგალიტი, UNICSKIN გაგვიზიარა და ახლა მხოლოდ ერთი კითხვა გვაწუხებს, აქამდე სად ვიყავით? UNICSKIN ესპანური დერმოკოსმეტიკური ბრენდია, რომელიც დერმატოლოგიისა და კოსმეტიკის კონცეფციას აერთიანებს. ბრენდის დევიზი ასეთია: თუ შედეგი მყისიერი არ არის, მაშინ მის გამეორებას აზრი არ აქვს! სწორედ ამ ფილოსოფიით, ჩაუყარა საფუძველი მონიკა სადამ ინოვაციურ UNICSKIN-ს, რომელიც სწრაფი და თვალსაჩინო შედეგების მიღებისკენაა მიმართული. 

UNICSKIN-ის ისტორია 2017 წელს იწყება, როდესაც მონიკა სადა, კოსმეტიკურ ბრენდს საფუძველს საკუთარი კანის პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად უყრის. 35-ზე მეტ ესპანურ ლაბორატორიასთან და აზიის 15 ტექნოლოგიურ ქარხანასთან შეხვედრის შემდეგ, მან მიაღწია იმას, რასაც ეძებდა. მონიკამ შექმნა პირველი სილამაზის ბრენდი, რომელსაც ბუნებრივი და მდგრადი სილამაზე, პირდაპირ ჩვენს სახლებში შემოაქვს.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ UNICSKIN, დღესდღეობით, სილამაზის სამყაროს ნამდვილი ჰიტია და ამაში ბრენდის ინოვაციური სინათლის თერაპიით გამორჩეულ მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს ლომის წვლილი მიუძღვის. კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებისთვის და ელასტინის წარმოსაქმნელად, LED განათების თერაპია ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული მეთოდია.

LED განათება აგრეთვე გამოიყენება წვრილი ხაზების პრევენციისთვის და ჰიპერპიგმენტაციის შესამცირებლად. პროცედურა ზრდის სისხლის ცირკულაციას და საბოლოო ჯამში გაახალგაზრდავებულ, მბზინავ და ჯანსაღ ეფექტს გვაძლევს. 

UNICSKIN-მა სილამაზის სამყაროში ახალი სიტყვა არა ერთხელ თქვა, თუმცა დასაბანი ფეის იოგას აპარატი UnicThermo-Sonic, უდავოდ, ის გამოგონებაა, რომელსაც ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ულტრასაუნდის დამსახურებით ეს საოცრად კომპაქტური აპარატი ახერხებს, სულ რაღაც 5 წუთში 45 წუთიანი მასაჟის ეფექტი მოახდინოს ჩვენს სახის კანზე. ინოვაციური ორმხრივი თავაკის და 7 განსხავებული რეჟიმის დამსახურებით კი ის შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც დასაბანი, აგრეთვე ამქერცლავი საშუალება. UnicThermo-Sonic ხელს უშლის სახეზე ლაქების წარმოქმნას, საგრძნობლად აუმჯობესებს კანის ელასტიკურობას და გვეხმარება ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლაში.

UNICSKIN-ის LED ნიღბით ჩატარებული პროცედურა 100% -ით უსაფრთხო და არაინვაზიურია, მოწყობილობა კი CE და FDA სერთიფიცირებული.

სილამაზის ინდუსტრიის წამყვანი ბრენდის ფართო ასორტიმენტში, აგრეთვე ვხვდებით UNICTECH თვალის ნიღაბსაც, რომელიც მიკროსტიმულაციის ტექნოლოგიისა და LED განათების კომბინაციის დახმარებით, ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს ნაოჭების, შეშუპებისა და მუქი წრეების შესამცირებლად და კანის ელასტიკურობისა და სიმკვრივის გასაუმჯობესებლად.

UNICSKIN-ის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტი UNICLED გახლავთ, რაც კისრისა და ნიკაპის ნიღაბს წარმოადგენს. LED შუქდიოდური მოწყობილობა, მიზანმიმართულად მოქმედებს დერმისსა და უჯრედებზე, რითაც ამცირებს სტრესს და ასტიმულირებს უჯრედული ენერგიის გამომუშავებას. თერაპია ხელს უწყობს კისრისა და დეკოლტეს გაახალგაზრდავებას, ნიკაპის დახვეწას და სახის კონტურების ხელახლა განსაზღვრას. ნიღაბი აგრეთვე ეხმარება ორგანიზმს ცხიმოვანი უჯრედების აღმოფხვრაშიც. UNICLED NECK & CHIN MASK ერთ-ერთი უნივერსალური პროდუქტია, რომელიც უნიკალური დიზაინის წყალობით, საშუალებას გვაძლევს საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ზონაზე ჩავიტაროთ თერაპია, იქნება ეს უშუალოდ კისერი თუ დეკოლტე, იდაყვები და მუხლები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, UNICSKIN-ის ჯადოსნური ნიღბების გამოყენება სახლის პირობებშიც მარტივადაა შესაძლებელი, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბრენდი, ზღაპრულ აპარატებთან ერთად თავის მოვლის საშუალებებს: საცხებსა და შრატებსაც აერთიანებს, შესაძლებელია UNICSKIN-ის სრული რუტინის შემუშავებაც. იმ შემთხვევაში კი თუ პროცედურების ჩატარებას უშუალოდ LA CLINIQUE-ში ამჯობინებთ, მაშინ წინ კაბინური პროცედურების მაგია გელოდებათ.


გასულ კვირას, მადრიდში, UNICSKIN-ის სათავო ოფისში, La Clinique-ის თანადამფუძნებელი თამარ კერძაია კომპანიის აღმასრულებელი დირექტორსა და გაყიდვების ხელმძღვანელს ფელიპე არაიას და გლობალური ტრენინგის მენეჯერს ბეილა შიმმელს შეხვდა. ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლობასთან შეხვედრის დროს განხილულ იქნა, რეგიონში ბრენდის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. 

ზევით