LIYA ქალის ტანსაცმლის თანამედროვე ბრენდია, რომელიც 2017 წელს დაარსდა. 3 წელი მოდის სფეროსთვის არც ისე დიდი დროა, მაგრამ ბრენდმა მოკლე პერიოდში საკუთარი სიტყვა მაინც თქვა. LIYA-მ ძლიერი იდენტობის ჩამოყალიბება და ერთგული მომხმარებლების შეძენა მსოფლიოს ირგვლივ მოახერხა.
LIYA თანამედროვე ქალბატონების ტანისამოსის ბრენდია, რომელსაც სწამს ინდივიდუალიზმისა და საკუთარი თავის სიყვარულის.
LIYA RESORT 21
როგორც უვკე ავღნიშნეთ, LIYA სწრაფად განვითარებადი ბრენდია და 3 წლის თავზე მომხარებელს განსაკუთრებულ სიახლს სთავაზობს. ქართულმდა კომპანიამ ასევე ქართულ KÁSHKASH-თან ერთად პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა. პროდუქცია უნიკალური ფორმულებით შეიქმნა და რაც მთავარია, საქართველოში „კაშკაშის” ლაბორატორიაში დამზადდა.
საქართველოს ფლორის საოცრებებისა და კოსმეტიკური წარმოების თანამედროვე მეთოდების შერწყმა - სწორედ ეს არის KÁSHKASH-ის მთავარი იდეა. ბრენდის დამფუძნებლები ამაყობენ, რომ ქვეყანაში დეკორატიული კოსმეტიკის წარმოებას ჩაუყარეს საფუძველი.
„LIYA-ს კოსმეტიკური ხაზის დამატება, დიდი ხანია გეგმაში გვაქვს. თუმცა ეს პროექტი შეჩერებული იყო პროფესიონალი პარტნიორის არარსებობის გამო. შემდეგ კი აღმოვაჩინეთ KÁSHKASH”,- ლიკა გოგლიძე, LIYA-ს დამფუძნებელი
LIYA X KÁSHKASH-ის ძირითადი იდეა ისეთი დეკორატიული კოსმეტიკის შექმნაა, რომელიც კანზეც იზრუნებს და ორმაგად გაუსვამს ხაზს ბუნებრივ მშვენიერებას. გუნდი მთლიანად უნიკალური ხელნაკეთი პროდუქციის დამზადებაზეა მომართული, რომელიც მხოლოდ ნატურალური და ორგანული ინგრედიენტებით იქმნება. კოსმეტიკა 100% ნატურალური და მცენარეული პროდუქტია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არ იტესტება ცხოველებზე.
„ეს ბრენდი აუცილებლად გახდება კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი ჩვენი ქვეყნისთვის”, - ქეთო გიორგობიანი, KÁSHKASH-ის თანადამფუძნებელი
საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე, LIYA X KÁSHKASH დამატენიანებელი ფერადი ტუჩსაცხების ხაზით წარსდგა. კრემოვანი ეფექტის მქონე ბუნებრივი ტუჩსაცხი საშუალო დონის დაფარვას უზრუნველყოფს, ატენიანებს ტუჩის კანს და ტოვებს ხავერდოვან შეგრძნებას.
სულ ცოტა ხნის წინ კი ბრენდმა პროდუქტების ახალი ხაზი - მულტიფუნქციური ლუმინაიზერები წარმოადგინა. დამატენიანებელი ფორმულის მბზინავი, კრემოვანი ტექსტურა ხანგრძლივ ელვარე ეფექტს უზრუნველყოფს.
TheDiary-ს რჩევით, ზაფხულის ჩანთაში მზისგან დამცავსა და წყალთან ერთად, ადგილი სეზონის მთავარ აქსესუარებსაც უნდა დაუთმოთ. ციფრული კამერა, პანამა, დიდი სათვალეები და პატარა სუნამოები ზაფხულის დღეებს უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის.
ფერადი, დიდი ზომის ბეჭდები, რომლებიც ყველაზე მარტივ ლუქსაც კი სრულიად ახალ ხასიათს სძენს, სეზონის მთავარი აქსესუარია. იმ ბრენდებს შორის, რომლებმაც ამ ტრენდის საინტერესო ვერსიები შექმნეს, არის ქართული NISSA – ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი, რომელსაც ნიცა მორჩაძე ქმნის.