HORSE DAYS: როგორ აცოცხლებს კიკეთის ფერმა ცხენოსნობის ტრადიციას

ქართველებისთვის ცხენი არასოდეს ყოფილა მხოლოდ გადაადგილების საშუალება, ის ბრძოლაში მეგობარი, ყოფაში კი განუყრელი თანამგზავრი იყო. დღეს, როცა სამყარო ტექნოლოგიურმა რიტმმა მოიცვა, კიკეთის ფერმა და DODO Events ამ მივიწყებული, თუმცა საუკუნოვანი კავშირის აღდგენასა და ცხენოსნობის კულტურის რე-პოპულარიზაციას ისახავენ მიზნად.

კიკეთის ფერმა, kiketi farm, ცხენების დღეები, ფესტივალი, horse days

16 და 17 მაისს, კიკეთის ფერმა ფესტივალების სერიის პირველ ღონისძიებას – „ცხენების დღეებს“ უმასპინძლებს. ეს გახლავთ ფესტივალი მათთვის, ვისაც სურს ბუნების სიმშვიდეში ნამდვილი, შემოქმედებითი თავგადასავლის ნაწილად იქცეს.

საქართველოსა და ცხენს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებს. მეფეები უნაგირიდან მართავდნენ ქვეყანას, პოეტები კი მათ ერთგულებას ლექსებს უძღვნიდნენ. ცხენზე ამხედრებული ადამიანი დღესაც განსაკუთრებულ ძალასა და ჰარმონიას გრძნობს, მისი რიტმული მოძრაობის თერაპიულ პოტენციალს კი ჯერ კიდევ ჰიპოკრატე აღიარებდა.

„ცხენების დღეები“ სწორედ ამ ენერგიის ყოველდღიურობაში დაბრუნების მცდელობაა, სადაც ცხენი ძალის, მოძრაობისა და თავისუფლების სიმბოლოდ გვევლინება.

ორი დღის განმავლობაში კიკეთის ფერმაში ჯადოსნური გარემო დაგხვდებათ, სადაც სტუმრები თავად გახდებიან წარმოდგენის ნაწილნი. ფესტივალის ვიზუალურ მხარეს Country&Western დრესკოდი განსაზღვრავს. დრესკოდი მოიცავს ჩექმებს, ტყავის დეტალებსა და ქუდებს, სადაც დომინანტური თეთრი, კრემისფერი, ყავისფერი და შავი ფერები იქნება.

western country dress code, კიკეთის ფერმა, ცხენების დღეები, horse days, kiketi farm

სივრცეში განლაგებული იქნება Pop-up მარკეტი თემატური აქსესუარებით. Baia Gallery-სთან თანამშრომლობით მოეწყობა ცხენების თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სადაც ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, როგორებიცაა გურანდა ქლიბაძე, ირაკლი სუთიძე, ლევან მეხუზლა და მარინა ივანიშვილი.

დასვენებისა და გართობის პარალელურად, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ საინტერესო მასტერკლასებში ჩაერთონ ან ესტუმრონ სპეციალურად მოწყობილ სათბურებს, სადაც All-you-can-eat ბუფეტი და ექსკლუზიური ბარი დახვდებათ.

კიკეთის ფერმა, kiketi farm, ცხენების დღეები, ფესტივალი, horse days

ღონისძიების მთავარი სანახაობა ცხენბურთის შოუ იქნება. განწყობაზე მუდმივად იზრუნებს სხვადასხვა DJ. 16 მაისის საღამოს მარიამ გალოგრე, 17 მაისს კი ლიკუნა თუთისანი და ბენდი დაუკრავენ.

„ცხენების დღეები“ მხოლოდ დასაწყისია, რადგან პროექტი „დღეები“ კიდევ ბევრ თემატურ სიახლეს გვიმზადებს. ასე რომ, შემოუერთდით ამ ახალ ტრადიციას კიკეთში და იგრძენით ბუნებასთან სიახლოვის ნამდვილი ძალა.

კიკეთის ფერმა, kiketi farm, ცხენების დღეები, ფესტივალი, horse days

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ამ ბმულზე.

ფესტივალის პროგრამა:

12:00–18:00 | ვორქშოფები: ჭილოფის ქუდების გაფორმება, თაბაშირის ფიგურების მოხატვა 

12:00-დან | გასართობი სივრცე ბავშვებისთვის და უფროსებისთვის – თივის ზვინების სასრიალო და სხვა აქტივობები 

12:00–დან | ფუდკორტი 

12:00–დან | თემატური და ხელნაკეთი ნივთების Pop-up 

12:00–19:00 | „ბაია გალერეა“-ს მიერ ორგანიზებული ცნობილი ქართველი მხატვრების თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

15:00-15:45 | ცხენბურთის შოუ 

16:00-18:00 | გასეირნება პონებით საცხენოსნო მოედანზე (ფასიანი სერვისი)

18:00-18:45 | ცხენბურთის შოუ 

მუსიკალური პროგრამა: 

16 მაისი:

14:00-16:30 | მუსიკალური სელექცია - Alfreda Stieglitz

16:30-19:00 | DJ სეტი - Diana’s 

19:00-20:30 | მარიამ გალოგრე & ბენდის ცოცხალი შესრულება 

17 მაისი:

14:00-16:30 | DJ სეტი - DODO 

16:30-19:00 | DJ სეტი - Sandro Jorbenadze 

19:00-20:30 | ლიკუნა თუთისანი & ბენდის ცოცხალი შესრულება

ზევით