ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
2026 წლის 20 თებერვალს, ლონდონის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში, გიორგი ქებურიამ რიგით მესამე კოლექცია წარადგინა. შემოდგომა-ზამთრის კოლექცია იმაზე ბევრად დრამატული და მკაცრი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე გვინახავს. ქებურიამ თავისი სამხედრო ესთეტიკა ახალ, ბნელ, კინემატოგრაფიულ კონტექსტში მოაქცია.

შოუს მუსიკალურად ქართული მეტალის ჯგუფი Quemmekh-ი აფორმებდა. სპეციალურად ჩვენებისთვის შექმნილ 10-წუთიან კომპოზიციაში ჯგუფმა პირველად გამოიყენა ინგლისურენოვანი ტექსტი. გასულ სეზონზე Mamaflex-თან თანამშრომლობის შემდეგ, აშკარაა, რომ ქებურია აგრძელებს თანამედროვე ქართული ხელოვნების საერთაშორისო პლატფორმებზე პოპულარიზაციას.

კოლექცია სექსუალური მილიტარიზმისა და სამეფო დიდებულების ეკლექტიკურ ნაზავს წარმოადგენდა. მთავარი ინსპირაცია კი ობობები გახლდათ.
ობობების ბავშვობიდან მეშინოდა, დავამარცხე ეს შიში და დავუმეგობრდი მათ. ამ კოლექციაში გამოვიყენე ობობები, მილიტარისტული დიზაინი და ნაპელეონის კოსტიუმი, რომელიც უკვე ბრენდის იდენტობადაა ქცეული.
![]() |
![]() |
პოდიუმზე ვიხილეთ ჰაეროვანი „ტუტუ“ ქვედაბოლოები, ზებრისა და თეთრი ავაზის პატერნიანი ბეწვეული. აქცენტი კი სამხედრო პიჯაკებზე იყო, რომლებიც ვინტაჟური ღილებითა და მედლებითაა გაფორმებული. განსაკუთრებული დეტალი გახლდათ ქამრები გადაჯვარედინებული ხმლების გამოსახულებით.
თუმცა მძიმე ესთეტიკას წერტილი ყვითელმა, ბაფთიანმა ფეხსაცმელებმა დაუსვა, რომელსაც ზღაპრის პრინცესა თუ ჩაიცვამდა.

ქებურიამ არც ამჯერად დატოვა მაყურებელი ირონიული ჟესტის გარეშე. წინა სეზონზე, პოდიუმზე დიზაინერმა წარადგინა მაისური „BYE ANA", რომელიც ანა ვინტურის ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოსტის დატოვებას ეხმაურებოდა. ამჯერად კი შოუს ნაწილი იყო მაისური დიდი კითხვის ნიშნითა და წარწერით „Hi, Lauren Sanchez Bezos“. ეს ეხმიანება ჭორებს, რომ ამაზონის მფლობელი ჯეფ ბეზოსი მეუღლისთვის Condé Nast-ის ყიდვას გეგმავს.

ჩვენება საღამოს კაბებით დასრულდა და სამხედრო სიმკაცრე ელეგანტურობაში გადაიზარდა. როგორ ყოველთვის, ქებურიას შოუ არ ყოფილა უბრალოდ სამოსის ჩვენება, ეს იყო სიმბოლიზმითა და გზავნილებით გაჯერებული ამბავი.
