დიახ, მოდას დიზაინერები და მოდის სახლები ქმნიან, მაგრამ პროდუქტებს, რომლებსაც ყველგან და ყოველთვის ვხვდებით, ინფლუენსერები და ცნობილი ადამიანები გვირჩევენ. The Diary-ის კვირის ITEM-ში იმ ნივთებს განვიხილავთ, რომელმაც ვარსკვლავური Look-ებიდან ჩვენს ყოველდღიურობაში გადმოინაცვლა. რაც მთავარია, ჰიტად ქცეულ აითემებთან ერთად, მათ ბიუჯეტურ ვერსიებსაც გთავაზობთ.
2023 უკვდავი “ლოფერების” გაბრწყინების წელი გახლდათ. ბოლო ათწლეულის მანძილზე ლოფერების არა ერთი ფორმა ვიხილეთ, კლასიკური, თხელი მოდელებით დაწყებული, ქუსლთან გახსნილი, თუ ბეწვით მორთული ლოფერებით დამთავრებული, ეს ფეხსაცმელი სცმია ყველას! პირდაპირი მნიშვნელობით ყ ვ ე ლ ა ს ! ცხონებულ დედოფალ ელისაბედსაც კი!
2023 წლის ვარსკვლავი კი Chunky loafer-ები გახლავთ, მასიური ძირით და ტრადიციულად, გუჩის ოქროსფერი ჯაჭვით. რა თქმა უნდა, ლოფერებს სხვა ცნობილი ბრენდების New arrival-ებშიც ნახავთ. Saint Laurent, J Crew, Miu Miu და სხვები ტრენდული ფეხსაცმლის ვარიაციებს მთელი წელია გვთავაზობენ.
რატომ Gucci?!
იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი უკვე კარგად ნაცნობი ძველის სრულიად ახლებურად წარმოჩენას ახერხებს. გარდა ამისა, ბრენდის ფეხსაცმლის ერთგული თაყვანისმცემელი ჰეილი ბიბერია. IT გოგოს გარდერობში Gucci-ის ლოფერების სრული ასორტიმენტი მოიძებნება, რომელსაც მოდელი ნებისმიერ სიტუაციაში და ნებისმიერი სტილის სამოსთან ერთად ირგებს.
GMT-ის საათების მაღაზიათა ქსელის ბრენდების პორტფოლიოს GUESS Watches შეემატა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი fashion watch ბრენდი, რომელიც უკვე ოთხი ათწლეულის განმავლობაში განსაზღვრავს მოდური საათების ტენდენციებს.
Lisi Wonderland-ის თავდაგასავალს ლეგენდარული ფრანგული კონიაკის სახლი - Hennessy წელს პირველად შეუერთდა. ფესტივალი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ მუსიკალური ღონისძიების ჩარჩოებს - ის თავისუფლების, კრეატიულობისა და თანამედროვე ურბანული კულტურის მთავარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომ, Hennessy-ის ფესტივალზე გამოჩენა აბსოლუტურად ბუნებრივი და ორგანული ნაბიჯი იყო.