ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
უკვე ჩავლილი წლის მოდურ ტრენდებს რომ თვალი გადავავლოთ, ქაოსური და საინტერესო სია გამოგვივა, რომელშიც ფეხსაცმელი, ჩანთები და სამოსი ჭარბობს, მაგრამ, ერთი ნივთი, რომელმაც ქუჩის სტილის მოყვარულები 100%-ით მოიცვა, The Diary-ის კვირის რჩეული აქსესუარი, უფრო სწორედ tech-სესუარია. ამჯერად ყველაზე პოპულარულ აითემის, Apple AirPods Max-ის შესახებ მოგიყვებით.

თუ 2017 წლის შემდეგ ქუჩაში ყველა შეუმჩნეველი AirPods-ებით, თუ Buds-ებით დაიარებოდა, 2022 წლიდან ტრენდული ყურსასმენების ზომა ისევ გაიზარდა და ყველაზე პოპულარულ მოდურ აქსესუარადაც იქცა. მოდის კვირეულების სტუმრების, თუ ცნობილი ადამიანების თავებსა და კისრებზე უზარმაზარი ყურსასმენები გამოჩნდა. ჰო, Apple AirPods Max-ის მორგების 2 გზა არსებობს: თავზე (მუსიკის მოსასმენად) და კისერზე (აქსესუარის კარგად გამოსაჩენად).

ზოგადად, Apple AirPods Max-ის გამოშვებას იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ამით ყურსასმენების სხვა ბრენდებმაც იხეირეს. Tech-სესუარის წარმატებაში გადამწყვეტი როლი Gen Z-იმ ითამაშა, თუმცა ცნობილი სახეების მიერ, სხვადასხვა ღონისძიებებზე ყურსასმენებით გამოჩენაც არ ყოფილა ურიგო მარკეტინგული სვლა.

მოგეხსენებათ, რომ Item of the week ყველაზე ცნობილი აითემების ისტორიასთან ერთად, მათ ბიუჯეტურ ვერსიებსაც გთავაზობთ, ამიტომ, თუ Apple-ის პროდუქტის ფასი თქვენს ბიუჯეტს სცდება, არა ნაკლებ “მოდურ” ალტერნატივებზეც შეგიძლიათ არჩევანის გაკეთება.
SHOP THE ITEM HERE: