სან დიეგოში Salk Institute-ის თვალწარმტაც შენობაში, მატილდა გვარლიანის მიერ Louis Vuitton-ის ახალი კრუიზ კოლექციის წარდგენის შემდეგ, გასულ ღამეს იტალიაში, პულიაში Gucci Resort 2023-ის ჩვენებაში ახალგაზრდა ქართველმა მოდელმა, ეთო მიგრიაულმა მიიღო მონაწილეობა.
Gucci Resort 2023-ის „კოსმოგონიის“ ჩვენება ალესანდრო მიკელემ მე-13 საუკუნის ციხესიმაგრეში გამართა, რომელიც ერთგვარი ოდა იყო მიძღვნილი გერმანელი ფილოსოფოსის ვალტერ ბენჯამინისთვის. „კავშირების განათების ასეთი არაჩვეულებრივი უნარი, რომელიც სხვაგვარად უხილავი იქნებოდა, ბენჯამინს აზროვნების პარადიგმატულ ფიგურად აქცევს“ - წერდა დიზაინერი. „ტერმინი, რომელსაც ის ფილოსოფიურ კონცეფციად აქცევს. ის, რაც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს ატომიზებული და გაფანტული, როგორც ცაში ვარსკვლავები, ბენჟამინის ხედვით ხდება ერთობლიობა“.
და სწორედ ასე, თანავარსკვლავედების რუკებით განათებულ უძველეს ციხესიმაგრეში, სავსე მთვარის ქვეშ, ჯადოსნური მითების ადგილას, ალესანდრო მიკელემ ახალი კოლექცია წარადგინა. კრუიზ ჩვენება გამჭვირვალე, ცქრიალა კაბით, ხელოვნური ბეწვის ქურთუკთან ერთად, გაიხსნა, რასაც მოჰყვა გამორჩეული აქსესუარები, მათ შორის მაქმანებიანი მაღალი ჩექმები, ფერადი ქუდები და წითელ შეფერილობის სათვალეები. Gucci-ს კრეატიული ხელმძღვანელის სილუეტებს გამჭვირვალე ელფერი აერთიანებდათ, თითოეული მათგანი გამორჩეული და ორიგინალური ხედვით იყო შექმნილი.
Gucci Resort 2023-ის „კოსმოგონიურმა“ კოლექციამ სულ 101 ლუქი გააერთიანა
GMT-ის საათების მაღაზიათა ქსელის ბრენდების პორტფოლიოს GUESS Watches შეემატა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი fashion watch ბრენდი, რომელიც უკვე ოთხი ათწლეულის განმავლობაში განსაზღვრავს მოდური საათების ტენდენციებს.
Lisi Wonderland-ის თავდაგასავალს ლეგენდარული ფრანგული კონიაკის სახლი - Hennessy წელს პირველად შეუერთდა. ფესტივალი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ მუსიკალური ღონისძიების ჩარჩოებს - ის თავისუფლების, კრეატიულობისა და თანამედროვე ურბანული კულტურის მთავარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომ, Hennessy-ის ფესტივალზე გამოჩენა აბსოლუტურად ბუნებრივი და ორგანული ნაბიჯი იყო.