LUCE: FERRARI-ის ახალი ელექტრო ავტომობილი

FERRARI LUCE

Ferrari-მ პირველი სრულად ელექტრო ავტომობილი Ferrari Luce წარადგინა. ბრენდისთვის ეს ელექტრო ტექნოლოგიებზე გადასვლის მნიშვნელოვანი ეტაპია.

Luce იტალიურად სინათლეს ნიშნავს. სახელიც სიმბოლურია: Ferrari ელექტრო ეპოქაში შედის. ბრენდმა პირველი ელექტრომობილი არა ძველი სუპერქარის ელექტრო ვერსიად წარადგინა. Luce ხუთადგილიანი ავტომობილია, ოთხი კარითა და ყოველდღიური გამოყენებისთვისაა გათვლილი. მისი ფორმა უფრო მომავალზეა მიმართული: აეროდინამიკური და ტექნოლოგიურად გააზრებული. Ferrari-მ დიზაინზე LoveFrom-თან ერთად იმუშავა, სააგენტოსთან, რომელსაც Apple-ის ყოფილი მთავარი დიზაინერი ჯონი აივი და დიზაინერი მარკ ნიუსონი უძღვებიან.

FERRARI LUCE ELECTRO CAR

მანქანის ტექნიკური მონაცემები კი მაინც Ferrari-ს სუპერმანქანების სამყაროს ეკუთვნის. Luce ოთხი ელექტროძრავით არის აღჭურვილი, თითოეული ბორბლისთვის ცალ-ცალკე. ავტომობილის სიმძლავრე 1035 ცხენის ძალას აღწევს, 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას კი დაახლოებით 2.5 წამი სჭირდება. სრული დამუხტვით ის დაახლოებით 530 კილომეტრს ფარავს. ბატარეა ავტომობილის სტრუქტურაშია ინტეგრირებული, რაც სიმძიმის ცენტრს ამცირებს.

FERRARI LUCE ELECTRO CAR FERRARI LUCE ELECTRO CAR

Ferrari-სთვის მთავარი გამოწვევა მხოლოდ სიჩქარე არ ყოფილა. ბრენდს უნდა შეენარჩუნებინა ის შეგრძნება, რომლის გამოც Ferrari Ferrari-დ რჩება. სწორედ ამიტომ Luce-ში დიდი ყურადღება დაეთმო მართვის დინამიკას, ბორბლების დამოუკიდებელ კონტროლს და ხმის სისტემას.

FERRARI LUCE ELECTRO CAR

FERRARI LUCE ELECTRO CAR

ინტერიერში Ferrari-მ ეკრანების ზედმეტ დომინირებაზე უარი თქვა. Luce-ში ფიზიკური ღილაკები, ალუმინის დეტალები, მინა და მექანიკური ელემენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს არის ელექტრო ავტომობილი, რომელიც ციფრულ სამყაროს ეკუთვნის, მაგრამ მართვის ფიზიკურ შეგრძნებას არ თმობს.

FERRARI LUCE ELECTRO CAR

Ferrari-სთვის ეს ზედმეტად უჩვეულო ნაბიჯადაც მიიჩნიეს, თუმცა ავტომობილების ინდუსტრიაში ბრენდები, რომლებიც დროს ფეხს ვერ უწყობენ, ხშირად თავადვე იქცევიან ისტორიის ნაწილად.

„კომპანია ლიდერია მაშინ, როცა აქვს გამბედაობა გარისკოს და ახალი ტექნოლოგიების გამოწვევა მიიღოს. Ferrari Luce გამორჩეულ ტექნოლოგიურ პარტნიორებთან თანამშრომლობის ეკოსისტემის ქმნილებაა. ჩვენ შევქმენით ავტომობილი, რომელიც მართვის უნიკალურ ემოციას, განსაკუთრებულ წარმადობას, მართვის სიამოვნებასა და კომფორტს აერთიანებს“, – Ferrari-ს აღმასრულებელი დირექტორი ბენედეტო ვინია.

FERRARI LUCE ELECTRO CAR

ზევით