ტომი ჰილფიგერისა და ჯო ლამასტრას მიერ დაარსებული Hilfiger Ventures, ციფრული თამაშების გლობალურ გამომცემელ, Tilting Point-თან ერთიანდება და საინტერესო პროექტს წარმოგვიდგენს. FashionVerse ხელოვნური ინტელექტის უახლესი ტექნოლოგიის დახმარებით შექმნილი თამაშია, რომელმაც მსოფლიო საზოგადოების ყურადღება უკვე მიიპყრო.
2024 წლის იანვარში, ტომი ჰილფიგერმა განაცხადა: ”ჩემი ცხოვრებისეული მიზანი იყო, გამეხადა მოდა უფრო ხელმისაწვდომი. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ადამიანი ადევნებს თვალყურს ამ ინდუსტრიას თავიანთი ტელეფონებიდან, ვიფიქრე, რომ უნდა არსებობდეს პლატფორმა, რომელიც ამ ადამიანების გაერთიანებას შეძლებს."
FashionVerse ფოტორეალისტური 3D ავატარების, გარემოსა და დეკორაციის შესაქმნელად AI მოდელს იყენებს, რაც მოთამაშეებს სასურველი დიზაინის ვირტუალურად შექმნის საშუალებას აძლევს.
მოთამაშეები იღებენ კონკრეტულ გამოწვევებს და დიზაინს თამაშის ალგორითმის მიერ შემოთავაზებული გამოსახულებების მიხედვით ქმნიან. მომხმარებელს შეუძლია გააზიაროს თავისი შემოქმედება და პირიქით, სხვების დიზაინი შეაფასოთ კონკრეტული ქულებით. ეს ყველაფერი რეალურად მოდის ბრენდების უახლესი ტენდენციების აღმოჩენაშიც გვეხმარება.
თამაში ინკლუზიურია და განსხვავებული აღნაგობის, ფორმების, ეთნოსის, კანის ფერისა თუ შესაძლებლობების მქონე მოდელებს წარმოგვიდგენს.
თამაშის დაწყებიდან სულ რაღაც ექვსი კვირა გავიდა, თუმცა მასში უკვე მილიონი მომხმარებელია გაერთიანებული, რომლებმაც 5 მილიონზე მეტი დიზაინი შექმნეს. დეველოპერების თქმით, FashionVerse-ის გამოყენების დრო უკვე აჭარბებს აქამდე არსებული ყველა ციფრული მოდის თამაშების რეკორდებს. მომხმარებელი აპლიკაციაში საშუალოდ 27 წუთს ატარებს, მაშინ, როცა Instagram-ს ერთი მომხმარებელი დღეში საშუალოდ 33 წუთს უთმობს. შემქმნელების ვარაუდით თამაში 2030 წლამდე 665 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს.
ჰილფიგერის თქმით, უკვე იგეგმება თამაშის კოლაბორაცია ცნობილ ბრენდებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ავატარები ცნობილი მოდის სახლების ტანსაცმელში გამოაწყონ. პირველი კოლაბორაცია მაიკლ კორსთან მოხდა. 6 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით, მოთამაშეებს საშუალება მიეცემათ გამოცადონ „მაიკლ კორსის ქალის ცხოვრება“. თამაშის მონაწილეები მოდელებს რეალური კოლექციებიდან აწყობენ და ხუთი გამოწვევის დასრულების შემდეგ, ისინი Michael Kors-ის ექსკლუზიური ციფრული ჩანთით დაჯილდოვდებიან.
თამაში საქართველოშიც ხელმისაწვდომია, როგორც აპლიკაციის სახით, ასევე Netflix პლატფორმაზე. თამაში მათთვის, ვისაც მოდა, სტილი თუ ხელოვნება აინტერესებს, დატვირთული დღის პარალელურად განტვირთვის კარგი საშუალებაა.
წლევანდელმა ოსკარებმა უკვე ჩაიარა და უამრავი განსახილველი თემაც დაგვიტოვა. გამარჯვებულების დასახელებასთან ერთად, განსაკუთრებულად ველოდით წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქებს. და აი, ის დროც დადგა – შევაფასოთ, რომელი ვარსკვლავის ჩაცმულობა გამოირჩეოდა ყველაზე მეტად.
Dolce & Gabbana-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია Cool Girls - თავდაჯერებულობა, ფუფუნება და თანამედროვე ესთეტიკა. გაიგეთ, როგორ აერთიანებს ბრენდი ტრადიციასა და ინოვაციას.
თბილისის ყველაზე ესთეტიკური რესტორნები – უნიკალური ინტერიერი, გემრიელი კერძები და განსაკუთრებული ატმოსფერო. აღმოაჩინეთ საუკეთესო კაფეები და რესტორნები, სადაც თანამედროვე ესთეტიკა ძველი თბილისის ხიბლს ერწყმის.