Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია
Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც დიზაინერმა პარიზში წარადგინა, გამოირჩეოდა ფემინური სილუეტებით, დახვეწილი თარგითა და ელეგანტურობის ახალი ხედვით.
გასულ ღამეს ლონდონში ბრიტანული მოდის დაჯილდოება გაიმართა. ალბერტ ჰოლში გამართულ ღონისძიებაზე 3000-ზე მეტმა სტუმარმა, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავებმა, მომღერლებმა, მოდელებმა და დიზაინერებმა მოიყარეს თავი. 2023 წლის ცერემონიას ცნობილი ბრიტანელი წამყვანი, მაია ჯამა და მუსიკოსი, კოჯეი რადიკალი უძღვებოდნენ.
Fashion Awards-ზე 2023 წლის საუკეთესო დიზაინერი გამოვლინდა. ჯილდო ირლანდიელ, ჯონათან ანდერსონს საკუთარი ბრენდის JW Anderson და ესპანური მოდის სახლის Loewe განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ანდერსონმა Loewe-ის ბედი სამუდამოდ შეცვალა. ესპანური ბრენდს დღეს რენესანსს განიცდის კრეატიულობის, ინოვაციებისა და თანამედროვეობის თვალსაზრისით.
საუკეთესო მოდელად კი პალომა ელსესერი დაასახელეს. პალომა პლუს ზომის მოდელია, რომელიც მოდის ინდუსტრიისთვის დამხასიათებელ ყველა სტერეოტიპს ამსხვრევს. ელსესერი პირველი პლუს ზომის მოდელია, რომელმაც საუკეთესო მოდელის ჯილდო მიიღო. ამავდროულად, პალომა ელსესერი მწერალი და პოეტია. მან რამდენიმე თვის წინ წიგნი სახელწოდებით "განძი" გამოსცა, რომელიც ფოტოგრაფ ზორა სიჩერთან თანამშრომლობით შექმნა.
Valentino-ს დამფუძნებელს, ვალენტინო გარავანის კი განსაკუთრებული მიღწევების ჯილდო გადაეცა. დიზაინერი ცნობილი დახვეწილი კაბებით გახდა. ის 60-იან წლებში ელიზაბეტ ტეილორისა და ჟაკლინ კენედი ონასისის დიზაინერი გახლდათ. მოდის ინდუსტრიაში გარავანიმ საკუთარი ფერიც კი დაამკვიდრა, რომელსაც „ვალენტინოს წითელს“ უწოდებენ.
სემ სმიტს Fashion Awards-ზე კულტურული ინოვატორის პრიზი გადაეცა. მომღერალს ჯილდო ავანგარდული სტილისა და ბრიტანელი დიზაინერების მხარდაჭერის გამო ხვდა წილად. ექსტრავაგანტული სემ სმიტი კი საღამოზე ორი ლუქით იყო წარმოდგენილი.
რაც შეეხება დაჯილდოების წითელ ხალიჩას, ის გამორჩეულად მოდური და მრავალფეროვანი გახლდათ.
წარმოგიდგენთ Fashion Awards 2023-ის საუკეთესო ლუქებს:
1. გვინეთ პელტროუ, ვინტაჟური VALENTINO
2. ენ ჟაკლინ ჰეთეუეი, ვინტაჟური VALENTINO
.
3. ლილა მოსი, NENSNI DOJAKA
4. ლილი ჯეიმსი, MIU MIU
5. იანოკ იაი, FERRAGAMO
6. სარა სამპაიო, RICHARD QUINN
7. ტეილორ რასელი, LOEWE
8. ამალ კლუნი, VERSACE
9. ალექსა ჩანგი, 16 ARLINGTON
10. ეშლი პარკი, DAVID KOMA