The Diary-ის გუნდმა ერთი Self Care დღე ბაიკო კოროხაშვილთან ერთად გაატარა, რომელმაც ჩვენს მკითხველს თავის მოვლის საკუთარი რუტინა, ხრიკები და საიდუმლოებები გაუზიარა. აღმოჩნდა, რომ ბაიკოს რჩეული კომპანია More Beauty-ა, „მეტი სილამაზე მეტი კომპლიმენტისთვის“ – იდეით შექმნილი ქართული კომპანია, რომელმაც ევროპის სანდო ბრენდების მაღალხარისხიანი პროდუქცია ერთ სივრცეში მოაქცია. თმის, სახის კანის, სხეულის, კბილების მოვლა, სალონური მომსახურება სახლის პირობებში და ყველაზე მოსახერხებელი და ეფექტური IPL ეპილაციის აპარატი - დღეს ბაიკოს რჩეულ პროდუქტთა სრულ სიას გაგაცნობთ.
1. დაზიანებული, შეღებილი თმის შამპუნი არ შეიცავს სილიკონს, სულფატებს, პარაბენს, ალერგენებსა და პარფიუმს. მომენტალურად აღადგენს თმის სტრუქტურას და ანიჭებს მას განსაკუთრებულ ბზინვარებას.
4. ფრანგული თმის საშრობი, რომელიც არ აზიანებს თმას, ტურმალინის იონიზაციის ფუნქციის წყალობით, საშრობი უზრუნველყოფს თმის გამოშრობისა და გაუხეშების გარეშე გაშრობას.
6. პროფესიონალური, მულტითერაპიის აპარატი აერთიანებს ენერგიის სამ წყაროს; ესენია: მიკროდენი, RF (რადიოსიხშირე) და წითელი შუქის თერაპია. აპარატი ეფექტურად ებრძვის ასაკობრივ ნიშნებს და ხელს უწყობს სახის ოვალის გასწორებას.
8. არასასურველი თმის მოშორება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. IPL ეპილაციის აპარატი საშუალებას გვაძლევს ჩავიტაროთ ეპილაციის პროცედურა სახლის პირობებში და მივიღოთ გარანტირებული შედეგი.
P.S ტექნოლოგიების გამოყენებითა და ინოვაციური მიდგომებით შექმნილ პროდუქტებს Morebeauty.ge სახლიდან გაუსვლელად ათასობით მომხმარებელს უკვე სამ წელზე მეტია სთავაზობს.
ლოს-ანჯელესში გამართულ Academy Museum Gala 2025-ზე ჰოლივუდის წამყვანი მსახიობები და მოდის სახლები შეიკრიბნენ, რათა აღენიშნათ კინოს კულტურა და წარმოეჩინათ მაღალი მოდის თანამედროვე ტენდენციები.
TheDiary Concept House თბილისის შუაგულში მდებარე მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ერთიანდება კონცეპტუალური მაღაზია, ყავის ბარი, ფოტო და ვიდეო სტუდია და ონლაინ ჟურნალი The Diary. აქ ტარდება ღონისძიებები, გამოფენები და ბრენდების პრეზენტაციები, ხელმისაწვდომია ქართული დიზაინის ნამუშევრები და სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ყავით ან ღვინით.
ევროკომისიამ საცალო პარტნიორებისთვის ფასების ფიქსირების გამო Gucci, Chloé და Loewe 157 მილიონი ევროს ოდენობით დააჯარიმა. ეს შემთხვევა ცხადყოფს, თუ როგორ ეჯახება ფუფუნების სამყაროს იმიჯის შენარჩუნება ბაზრის სამართლიანობის პრინციპებს და სად გადის ზღვარი ექსკლუზიურობასა და კანონის დარღვევას შორის.