ემა რობერტსმა ჰოლივუდის ყველაზე მყუდრო სახლი 4.8 მილიონ დოლარად გაყიდა

ცნობილი ადამიანების სახლები ხშირად საგამოფენო დარბაზს უფრო ჰგავს, ვიდრე საცხოვრებელ სივრცეს. თუმცა ემა რობერტსის ჰოლივუდური თავშესაფარი სრულიად განსხვავებულია, ის მყუდრო და სახასიათოა. ემა რობერტსმა სახლი 2021 წელს შეიძინა და მისმა ინტერიერმა მსოფლიო გამოცემების ყურადღება მაშინვე მიიპყრო. ახლახან კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მსახიობმა სახლი 4.8 მილიონ დოლარად გაყიდა.

სახლი, სადაც ემა ოჯახთან ერთად დროს ატარებდა და ბავშვობის ჰობის, თოჯინების კოლექციის შეგროვებას აგრძელებდა, ახლა უკვე ახალი მფლობელის განკარგულებაშია.

ემა რობერტსის სახლი, ემა რობერტსი, Emma Roberts, Emma Roberts house

სხვადასხვა დიზაინის სანათები, კომფორტული სავარძლები, ანტიკვარული ნივთები და ლაგუნის სტილის აუზი სახლს კიდევ უფრო მყუდროს ხდის.

ემა რობერტსი, რომელიც რომანტიკულ კომედიებსა და სერიალ American Horror Story-ში შესრულებული როლებითაა ცნობილი, სახლში სამი წლის შვილთან, როუდსთან ერთად ცხოვრობდა.

ემა რობერტსის სახლი, ემა რობერტსი, Emma Roberts, Emma Roberts house

სახლის ინტერიერზე დიზაინერებმა ლუიზა პირსმა და ემილი უორდმა იზრუნეს. ემას ბავშვობაში ხშირად უწევდა საცხოვრებლის შეცვლა, ამიტომაც დიზაინერებთან ერთად, ყველანაირად შეეცადა, რომ ამ სახლში ყველაფერი მყუდრო და ძალიან პერსონალური ყოფილიყო.

ემა რობერტსის სახლი, ემა რობერტსი, Emma Roberts, Emma Roberts house, Emma Roberts doll collection

დიზაინერები პირსი და უორდი ცნობილები არიან თბილი და დახვეწილი ინტერიერების სახლებით, სადაც ბოჰემური, მე-20 საუკუნისა და ვინტაჟური სტილი ჰარმონიულად ერთიანდება. მათ კლიენტებს შორის არიან დაკოტა ჯონსონი, ქეით ჰადსონი და ლეონარდო დიკაპრიო.

ემა რობერტსის სახლი, ემა რობერტსი, Emma Roberts, Emma Roberts house

„გვსურს, სახლს ისეთი იერი შევძინოთ, თითქოს უკვე ნახევარი საუკუნეა რაც დგას,“ – პირსი.

სწორედ ამ იდეის გათვალისწინებით, რობერტსის სახლი სავსეა ვინტაჟური ავეჯით, რესტრავრირებული ნივთებითა და საინტერესო ისტორიის მატარებელი აქსესუარებით.

მისაღებ ოთახში თაროებზე წიგნებია შემოლაგებული, იქვეა ემას ოცნებების დაფა, ხის კარადებზე კი დები ჰარისა და ჯონი მიჩელის ფოტოებია განთავსებული. ერთ-ერთ კედელზე კი განსაკუთრებული ნამუშევარია გამოფენილი ჯულიან ვასერის მიერ გადაღებული ჯოან დიდიონის ცნობილი ფოტო.

ემა რობერტსის სახლი, ემა რობერტსი, Emma Roberts, Emma Roberts house

სახლში მხოლოდ ძვირადღირებული ან ექსკლუზიურად დამზადებული ნივთები არ გვხვდება. როგორც რობერტსი ჰყვება, როცა დიზაინერებს ჰკითხა, სამზარეულოს კუნძული სპეციალურად შეუკვეთეს თუ არა, მათ გაეცინათ და უთხრეს, რომ ავეჯის ეს დეტალი Urban Outfitters-იდან იყო, რომელიც ხალგაზრდული, ხელმისაწვდომი და მასობრივი წარმოების ბრენდად ითვლება.

ემა რობერტსის სახლი, ემა რობერტსი, Emma Roberts, Emma Roberts house

როუდსის ოთახის კედლები ტყის თემატიკითაა გაფორმებული და ჭერზე მფრინავი იხვებია გამოსახული. „მჯერა, რომ ბავშვობის ოთახში რაც კედელსა ან ჭერზე გაქვს, სამუდამოდ გრჩება მეხსიერებაში. ამიტომ მინდოდა როუდსის ოთახი მყუდრო და სახალისო ყოფილიყო,“ – ემა რობერტსი.

ემა რობერტსის სახლი, ემა რობერტსი, Emma Roberts, Emma Roberts house

ემა რობერტსის სახლი მაგალითია, რომ ნამდვილი ფუფუნება მყუდრო გარემოშია. ყველაზე ლამაზი სახლი კი სწორედ ის სივრცეა, სადაც სიცოცხლე იგრძნობა.

Ph: Michael P.H. Clifford/ AD

ზევით