ემა რობერტსი ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი სახეა კინოსა თუ სატელევიზიო ეკრანებზე, რომელიც ჩვენს თვალწინ გაიზარდა. ემა ჯერ კიდევ 9 წლის იყო, როდესაც მამიდის - ჯულია რობერტსისა და დედის მეთვალყურეობით, სადებიუტო როლი მოირგო ფილმ Blow-ში და მას შემდეგ ჩვენი განებივრება ეკრანებიდან არ შეუწყვეტია.
Scream Queens, American Horror Story და We Are The Millers ემა რობერტსის სამსახიობო კარიერაში საუკეთესო ნამუშევრებია.
ემა რობერტსი თვალს აუცილებლად მოგჭრიდათ არა მხოლოდ ეკრანებიდან, არამედ წითელი ხალიჩებიდანაც. ახალგაზრდა მსახიობი ყოველთვის დახვეწილი და ელეგანტურია, მისი ბიუთი ლუქები კი ყოველთვის მრავალფეროვანი და მინიმალისტური. თვალი გადავავლოთ მსახიობის ლუქებს ბოლო 12 წლის განმავლობაში და ვნახოთ როგორ მიმდინარეობდა ემას სილამაზის ევოლუცია.
Sex and the City 2-ის პრემიერა ლონდონში, 2010 წელიValentine's Day-ს პრემიერა ლოს-ანჯელესში, 2010 წელი H&M Haute Couture Show ნიუ-იორკი, 2010 წელიCostume Institute Gala at Metropolitan Museum of Art 2015 წელიEmmy Awards ლოს-ანჯელესში, 2015 წელიAcademy Awards ჰოლივუდი, 2017 წელიAcademy Awards ბევერლი ჰილსი, 2017 წელიVanity Fair Oscar party, 2018 წელიMet Gala, 2019 წელიVanity Fair Oscar party, 2019 წელიVanity Fair Oscar Party, 2020 წელიSpencer-ის პრემიერა ლოს-ანჯელესში, 2021 წელი
ლოს-ანჯელესში გამართულ Academy Museum Gala 2025-ზე ჰოლივუდის წამყვანი მსახიობები და მოდის სახლები შეიკრიბნენ, რათა აღენიშნათ კინოს კულტურა და წარმოეჩინათ მაღალი მოდის თანამედროვე ტენდენციები.
TheDiary Concept House თბილისის შუაგულში მდებარე მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ერთიანდება კონცეპტუალური მაღაზია, ყავის ბარი, ფოტო და ვიდეო სტუდია და ონლაინ ჟურნალი The Diary. აქ ტარდება ღონისძიებები, გამოფენები და ბრენდების პრეზენტაციები, ხელმისაწვდომია ქართული დიზაინის ნამუშევრები და სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ყავით ან ღვინით.
ევროკომისიამ საცალო პარტნიორებისთვის ფასების ფიქსირების გამო Gucci, Chloé და Loewe 157 მილიონი ევროს ოდენობით დააჯარიმა. ეს შემთხვევა ცხადყოფს, თუ როგორ ეჯახება ფუფუნების სამყაროს იმიჯის შენარჩუნება ბაზრის სამართლიანობის პრინციპებს და სად გადის ზღვარი ექსკლუზიურობასა და კანონის დარღვევას შორის.