Dior-ის სახლის კრეატიული დირექტორი მარია კიურის კოლექცია დამაფიქრებელი ილუსტრაციაა ჩვენი ურთიერთობისა სილამაზესთან და საკუთარ იმიჯთან, ის თითქოს ამბობს - „ზომიერებაა ყველაფერში საჭირო“.
მარია გრაცია კიურის 2021 წლის შემოდგომის ციფრული ჩვენების ინსპირაციად „შემაშფოთებელი სილამაზე“ და სხვადასხვა ზღაპრების გმირები იქცნენ, რომლებიც სრულყოფილებისა და ნარცისიზმისკენ გვიბიძგებენ. Covid-19 პანდემიამ თითქოს შეცვალა მიდგომები, აღარ გვჭირდება საათობით გაპრანჭვა სარკის წინ, ვინაიდან წასასვლელი არც არსად გვაქვს, დედამიწა გაჩერდა და არც ახალ-ახალი სამოსის საჭიროება დგას თითქოს, მაგრამ სარკის წინ გაპრანჭვა „ვიდეო თვალმა“ შეცვალა, მზადებამ „ზუმ შეხვედრებისთვის“ და სოციალური ქსელისთვის ახალი „სელფის“ გადაღებამ.
თითქოს ახლა არა მხოლოდ ჩვენი სოციუმი, არამედ მთელი სამყარო გვიყურებს და სოციალური ქსელები ასრულებენ ჭოგრიტის ფუნქციას
ვიდეო პერფორმანსი, რომლის იდეაც Dior- ს კრეატიულ დირექტორს ეკუთვნის, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ როგორ „გვირეცხავს“ ტვინს ესა თუ ის ზღაპარი გოგოებს და როგორ ვხდებით ნარცისიზმის მსხვერპლი მათი დამსახურებით. მარია გრაცია კიური, აღნიშნავს, რომ ამ ყველაფერს ნელ-ნელა Instagram სოციუმი ენაცვლება, რომელიც ასევე სრულყოფილებისკენ გვიბიძგებს და დროა გოგოების განათლება დავიწყოთ სწორი მიმართულებით.
რა იდეაც არ უნდა ჰქონოდა ჩადებული დიზაინერს, თავად კოლექცია შესანიშნავი გამოვიდა, წამყვანი ფერების თამაშით, მინიმალისტური და დახვეწილი. ვფიქრობ, Covid-19 ის კი ნამდვილად ქნა, რომ მოდის სახლებმა ტემპები შეანელეს, მეტად პრაქტიკული ნივთების შექმნაზე გააკეთეს აქცენტი - სამოსზე რომელიც დროს უძლებს და ამავდროულად, ამ პრაქტიკული სამოსის მხატვრულად და კრეატიულად გადმოცემაზე.
ფოტო გალერეაში დაათვალიერეთ DIOR-ის კოლექცია, რომელიც ვერსალში, სარკის პერფომანსით იქნა წარდგენილი:
აღმოაჩინეთ Art House – სილამაზის სალონი, რომელიც უკვე 10 წელია თბილისში მაღალი ხარისხის მომსახურებას გვთავაზობს. თმის მოვლა, მაკიაჟი, მანიკიური, პედიკიური, მასაჟი და სამომავლოდ სასწავლო აკადემია – ყველაფერი ერთ სივრცეში.
The Diary-ს Fashion ედიტორიალის მთავარი გმირი ინფლუენსერი და ბიზნესვუმენი, მარიამ დავითაძეა. მარიამი ერთი დღით ზაფხულის პატარძალი გახდა და Galogrea-ს ხუთი განსხვავებული ლუქი მოირგო.
პოპვარსკვლავი დუა ლიპა არა მხოლოდ მუსიკის, არამედ ზაფხულის მოდის ტრენდებსაც განსაზღვრავს. მისი სტილის განსაკუთრებული ნაწილი საცურაო კოსტიუმებია, რომლებიც უკვე დუას საზღვაო ლუქების განუყოფელ ელემენტად იქცა.