2023 წლის საკრუიზო ჩვენებისთვის Dior სამხრეთ ესპანეთში გაემგზავრა და სევილიის Plaza de España-ში ესპანეთის კულტურის პატივსაცემად შექმნილი კოლექცია წარადგინა. აღმოჩენებისა და რეფლექსურობის მოგზაურობამ მარია გრაცია კიური ახალ მიზნამდე მიიყვანა - „აჩვენოს ანდალუსიის ხელოსნობისა და კულტურის ბრწყინვალება ადგილობრივი არტისტებისა და ოსტატების შემოქმედებით“ და სწორედ ამ იდეით, Dior-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, რომელიც ამ წელს მოდის სახლის კრეატიულ დირექტორად ყოფნის 6 წლის იუბილეს აღნიშნავს, ესპანური კულტურის დიდებულება ერთ ჩვენებაში წარმოგვიდგინა.
მარია გრაცია კიური ინარჩუნებს მოდის სახლის ტრადიციას და წარმატებით თანამშრომლობს ესპანელ ოსტატებთან. ეს ტრადიციად ქცეული თანამშრომლობა სათავეს 1950-იანი წლებიდან იღებს.
Dior-ის 2023 წლის კრუიზ კოლექციის ხატად La Capitana იქცა, სახელი, რომელიც კარმენ ამაიას, ფლამენკოს ყველა დროის ყველაზე დიდებულ მოცეკვავეს უწოდეს. ცეკვის თავისუფლებით, რომელიც არ ემორჩილებოდა რაიმე წესს, კარმენი წარმოადგენდა ფლამენკოს არსს. უნიკალური, რევოლუციური მოძრაობების მქონე მოცეკვავე, იყო პირველი ქალი, რომელმაც მამაკაცის ტანსაცმელი წარმატებით მოირგო. კარმენ ამაიას ძალა და სიზუსტე აერთიანებდა, ის გამოხატავდა ესპანეთის ბობოქარ სულს, რომელიც იმავდროულად ქალურობის მრავალმხრივი განსახიერებაც გახლდათ.
ახალი საკრუიზო კოლექცია აერთიანებს მამაკაცის ზოლიან კოსტიუმებს, აბრეშუმის ზოლიან ჟილეტებს, ანდალუსიელი მხედრების შარვლებს, მოკლე ქურთუკებს, გადაჭრილ ბოლეროებს, რაც სილუეტს კიდევ უფრო მოხდენილს ხდის. მბზინავი ტაფეტაა - წითელი, ყვითელი, ოხრა და შავ ფერები სიმბოლურად განასახიერებს როგორც Dior-ს ასევე ესპანეთს.
Christian Siriano-მ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. პოდიუმზე კოპლები, ზოლები და კუბოკრული პრინტები ძველი ჰოლივუდის ელეგანტურობასთან ერთად თანამედროვე ფორმებში გაერთიანდა.
Naked Dress წითელი ხალიჩის განუყოფელი ნაწილია. ბოლო პერიოდში, ეს თამამი სტილი მარგო რობიმ, ტეიტ მაკრეიმ და დაკოტა ჯონსონმა მოირგეს და წითელ ხალიჩაზე დაუვიწყარი მომენტები შექმნეს.
სილამაზის მოყვარულთათვის თბილისში კიდევ ერთი ახალი სივრცე გამოჩნდა. Glossy Nail Bar, რომელიც მოსკოვის გამზირზე, N9-ში მდებარეობს ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნა.