ხუთი რესტორანი, საიდანაც ქუთაისის საუკეთესო ხედი იშლება
თუ გსურთ ნამდვილი ქუთაისური სტუმართმოყვარეობა შეიგრძნოთ, დატკბეთ ულამაზესი ხედებით და, რა თქმა უნდა, უგემრიელესი ადგილობრივი კერძები დააგემოვნოთ, ქუთაისის ხუთ საუკეთესო რესტორანს გაგაცნობთ.
მეტროპოლიტენის მუზეუმში გამართულ კოსტუმირებულ საღამოზე, მის სტუმრებზე, საუკეთესო ჩაცმულობებზე, გამორჩეულ წყვილებსა და ბილი აილიშის დიდებულ ჩაცმულობაზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა კი დროა, ყურადღება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას დემნა გვასალიას და მისი დიდი დოზით ხილვას დავუთმოთ Met Gala 2021-ზე.
რიანა, კიმ კარდაშიანი, ტრეის ელის როსი, იზაბელ ჰუბერტი, მიკაელა კოელი, ელიოტ პეიჯი - ეს იმ ცნობილ ადამიანთა ჩამონათვალია, რომლებმაც დემნა გვასალიას მიერ Balenciaga-სთვის შექმნილი სამოსი ერთი მეორის მიყოლებით მოირგეს. მათ შორის გახლდათ კაბები მოდის სახლის უახლესი და 53 წლის შემდეგ შექმნილი პირველი Haute Couture კოლექციიდან.
Met Gala 2021-ზე თავად დემნა გვასალიაც ვიხილეთ, ყოველ შემთხვევაში ასე იუწყება დასავლური მედია, რადგან მისი ამოცნობა თავისივე ქმნილებაში თითქმის შეუძლებელი გახლავთ. თუკი დემნა ნამდვილად იმყოფებოდა საღამოზე, მაშინ მან კამპანია კიმ კადაშიანს გაუწია და წითელ ხალიჩაზე სწორედ მასთან ერთად გამოჩნდა.