ჯეიკობ ელორდი: ჯენზის მეფე
Euphoria-მ მას ფართო აუდიტორიას გააცნო, მაგრამ დღეს ჯეიკობ ელორდი უკვე იმ მსახიობთა რიგშია, ვინც თანამედროვე ჰოლივუდის მიმართულებას განსაზღვრავს.
„თითოეულ პროექტში ვხედავ სივრცის პოეტიკის გამოვლენის შესაძლებლობას: სინათლის, მასალებისა და ცირკულაციის მეშვეობით“, - ამბობს არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ოლივია მასიმი. 2012 წელს პარიზში დაფუძნებული სააგენტოს დაარსების შემდეგ, ოლივიამ შექმნა მრავალი დახვეწილი, ელეგანტური ინტერიერი თავისი გამორჩეული სიფრთხილითა და დაკვირვებული თვალით.
პარიზის მე-7 ოლქის ელეგანტურ უბანში, ოლივიამ დააპროექტა ბინა, რომელსაც აქვს როგორც დახვეწილობის, ასევე განსაკუთრებული სითბოს განცდა.
ოლივიას სიტყვებით, „ბინის სტილი თამაშობს ჰაუსმანის ბურჟუაზიულ კოდებთან და თანამედროვე ხაზებთან“.
პროექტის მიზანი იყო, ნამუშევარი დასრულებული ნამუშევარი ყოფილიყო რაც შეიშლება გამომხატველობითი, ამან აიძულა ოლივია ემუშავა რბილი ფერების პალიტრაზე, რომელიც აქცენტს აკეთებს წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებზე. ბინის ინტერიერის გადაკეთებისას ოლივიამ შეცვალა განლაგება (სასადილო გახდა სამზარეულო), გადააკეთა ვიტრაჟები და მუშაობდა ოჯახური, მაგრამ მომხიბვლელი ატმოსფეროს შექმნაზე.
საბოლოო შედეგის ხილვა და მცირე შთაგონების მიღება იან დერეტის ფოტოებში შეგვიძლია.