დავიდ კომას პირველი კოლექცია BLUMARINE-ისთვის: ახალი ეპოქის დასაწყისი

დავით კომა, დევიდ კომა, დავით კომახიძე, დიზაინერი, ბლუმარინი, DAVID KOMA, BLUEMARINE

დავით კომას პირველი კოლექცია Blumarine-ისთვის ახალი და გამორჩეული ეპოქის დასაწყისს აღნიშნავს. ბრენდის ისტორიულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე ინოვაციებს შორის მან ჰარმონიული ბალანსი დაიჭირა. ქართველმა დიზაინერმა Blumarine-ის ქალის რომანტიკული და თამამი ხასიათი ახალ სიმაღლეებზე აიყვანა, შთაგონებად კი მილანის ქუჩების თანამედროვე სტილი იქცა.

ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმ პირველ შთაბეჭდილებაზე დაფუძნებული იდეის შენარჩუნება, რომელიც მილანში ცხოვრებისას ჩამომიყალიბდა, - დევიდ კომა.

Pre-Fall 2025 კოლექციაში კომამ Blumarine-ის დამახასიათებელი ტრადიციული ელემენტები თამამი და თანამედროვე მიდგომებით განავითარა. ფუმფულა ბეწვით გაფორმებული კარდიგანები და ვარდის მოტივები, რომლებიც ბრენდის კოლექციებში ადრე ხშირად გვხვდებოდა, ახალ სამოსსა და აქსესუარებში ახალ სიცოცხლეს იძენს.

დავით კომა, დევიდ კომა, დავით კომახიძე, დიზაინერი, ბლუმარინი, DAVID KOMA, BLUEMARINE

დავით კომა, დევიდ კომა, დავით კომახიძე, დიზაინერი, ბლუმარინი, DAVID KOMA, BLUEMARINE

დავით კომამ კოლექციაში გამოიყენა მრავალფეროვანი მასალები, მათ შორის ქაშმირის ეფექტის მქონე ქსოვილები, ტყავი და ჯინსი, ტრადიციული სილუეტების თანამედროვე ინტერპრეტაციისთვის. მის დიზაინში Y2K ესთეტიკაც აისახება: ჯინსებზე და ფეხსაცმელებზე ბრენდის ლოგო, ასევე ელეგანტური და დახვეწილი პატარა შავი კაბები, რომლებიც შესაფერისია როგორც საღამოს, ასევე ყოველდღიური სტილისთვის.

„იუმორი და თავშეუკავებელი ხასიათი ნამდვილად ბრენდის დნმ-ის ნაწილია. Blumarine-ის ქალი შეიძლება იყოს სტილის დედოფალი, მაგრამ ის არასდროს აღიქვამს რამეს ზედმეტად სერიოზულად,“ – დევიდ კომა.

დავით კომა, დევიდ კომა, დავით კომახიძე, დიზაინერი, ბლუმარინი, DAVID KOMA, BLUEMARINE

აქსესუარებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს: ტუჩების ფორმის Kiss Me ჩანთა, ქამრები და ყელსაბამები „Woof“ და „Miao“ წარწერებით, რომლებიც ხაზს უსვამენ კოლექციის იუმორისტულ და თამამ ხასიათს. კოლექციაში ცხოველური მოტივები და შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი აქსესუარებიც გვხვდება – მათ შორის ვარდის ფორმის ვერცხლის დეტალებით გაფორმებული საყელოები.

დავით კომა, დევიდ კომა, დავით კომახიძე, დიზაინერი, ბლუმარინი, DAVID KOMA, BLUEMARINE

დავით კომას Blumarine-ის ახალმა ხედვამ ბრენდის იდენტობა კიდევ უფრო გამოკვეთა – თამამი და იუმორით სავსე სტილით, რომელიც თანამედროვე მოდის სამყაროს სერიოზულობას ამსუბუქებს. მისი შემდეგი კოლექცია, რომელიც მილანის მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი, უდავოდ დიდი მოლოდინების საგანი გახდება.

ზევით