მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერი დავით კომახიძე

David Koma

საბჭოთა საქართველოს შვილი - დავით კომახიძე, სულ უფრო მეტად იმკვიდრებს საკუთარ ადგილს მსოფლიო მოდის ოლიმპზე. დიზაინერი, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი როგორც დევიდ კომა, ფემინურ და ფუტურისტულ სამოსს ქმნის თვითდაჯერებული ქალებისთვის.

დევიდ კომა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოდის სასწავლებლის Central Saint Martins კურსდამთავრებულია. სწავლის დამთავრებისთანავე დამწყებმა დიზაინერმა მოდის სფეროს წარმომადგენლების ყურადღება მიიპყრო და დღეს კომას ულტრასექსუალური კაბებით, თავს სხვადასხვა სფეროს ყველაზე წარმატებული ადამიანები იწონებენ თავს, მათ შორის ბიონსე, ემილი ბლანტი, ლედი გაგა, კაილი მინოგი და სხ.

Celebrities in David Koma

დევიდ კომახიძისთვის  შთაგონების მთავარი წყარო ძლიერი ქალია – ქალი, რომლისთვისაც მიუღწევადი არაფერია

დავით კომახიძე სამშობლოს ხშირად სტუმრობს და როგორც ერთ-ერთი ვიზიტისას გაგვიზიარა, შთაგონების წყაროს, მომდევნო კოლექციებისთვის, ხშირად აქ პოულობს. სხვათაშორის David Koma-ს 2017/18 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ქართული ჩოხით იყო ინსპირირებული, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა. 

David Koma Chokha

 

როგორც უკვე ავღნიშნეთ, დევიდ კომა ვარსკვლავების ერთ-ერთი ფავორიტი დიზაინერია. ბიონსე, რომლის გარდერობშიც საკმაოდ ბევრ სამოსს by David Koma იხილავთ, ახალ 2021 წელს, სწორედ კომას სამოსში შეეგება. 

beyone koma

David Koma-ს კოლექციები ყოველთვის ფემინური, გლამურული და სექსუალურია. დიზაინერის 2021 წლის რეზორტ კოლეციაში კი სხვადასხვა კორსეტებს, თამამი ფერის ჟაკეტებს, ლატექსის შარვლებსა და კრისტალებით გაწყობილ კაბებს იხილავთ. დევიდ კომახიძემ ახალი საკრუიზო კოლექცია ინგლისის ქალაქგარეთ, ლოკდაუნის პერიოდში შექმნა. კოლექციის შეძენა ბრენდის ოფიციალურ გვერდზე www.davidkoma.com უკვე შესაძლებელია.

ზევით