გუსტავ კლიმტის ელიზაბეთ ლედერერის პორტრეტი 236.4 მილიონ დოლარად გაიყიდა
გუსტავ კლიმტის ელიზაბეთ ლედერერის პორტრეტი Sotheby’s აუქციონზე 236.4 მილიონ დოლარად გაიყიდა და თანამედროვე ხელოვნების ბაზრის ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.
ლაჟვარდოვანი სანაპიროს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის, ნიცის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას და სიმბოლოს ინგლისური სანაპირო (promenade des Anglais) წარმოადგენს. ეს სანაპირო ცნობილია დახვეწილი შენობა-ნაგებობით, განსაკუთრებით გამორჩეული კი, ნეოკლასიციზმის სტილის უმშვენიერესი ნიმუში - სასტუმრო Le Negresco-ს შენობაა. სწორედ ინგლისური სანაპიროს ანგელოზის ყურე (Baie Des Agnes) იქცა Celine-ს კრეატიული დირექტორის, ედი სლიმანის ინსპირაციად, დიზაინერმა ვიდეოც კი მიუძღვნა 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას. ფრანგული მოდის სახლის შოუ ანგელოზის ყურის ისტორიისაა და არქიტექტურის ერთგვარი ოდაა.



12 წუთიანი ვიდეოს მეშვეობით, რომელსაც Can-ის სიმღერა „ვიტამინი C" ადევს საუნდტრეკად, Celine-ს მოდის სახლი ფრანგულ რივიერაზე გვამოგზაურებს. ვიდეოში მოდის სახლი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას ნიცის ისტორიული ნაგებობის ფონზე წარადგენს.
სლიმანის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში შეიმჩნევა მოდის სახლის ისტორიული, ფრანგული კლასიციზმის ხელწერა, თუმცა Celine-ს კრეატიული დირექტორი ცნობილია სპორტულ ტანისამოსის სიყვარულით, რაც მკვეთრად იკვეთება ამ კოლექციაშიც. 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულზე Celine-ს გოგო არის როგორც ნეობურჟუაზიულის, ასევე ტომბოის სტილის.

