შეი მიტჩელიდან ჯესიკა სიმპსონამდე: ქართული ბრენდი BIZU ჰოლივუდის ვარსკვლავების ყურადღების ცენტრში

ქართულმა სამკაულების ბრენდმა BIZU მომხმარებლის ყურადღება ფერადი დიზაინითა და მის სავიზიტო ბარათად ქცეული, მასიური ბეჭდებით მიიპყრო. თუმცა, ბრენდი მხოლოდ ადგილობრივი წარმატებით არ დაკმაყოფილდა და დღეს უკვე საერთაშორისო ბაზარზეც აქტიურად იმკვიდრებს ადგილს.

BIZU, Bizu Georgia, ქართული ბრენდი, ბეჭდები, ფერადი ბეჭდები

BIZU-ს გლობალური განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი ამერიკულ ბაზარზე შესვლა გახდა. ბრენდმა ონლაინ და ფიზიკური გაყიდვები ლოს-ანჯელესში დაიწყო – ქალაქში, რომელიც მოდისა და გართობის ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად მიიჩნევა. სწორედ ამ ნაბიჯის შემდეგ აღმოჩნდა BIZU საერთაშორისო აუდიტორიისა და გავლენიანი სახეების ყურადღების ცენტრში.

ჰეილი კიოკო, ჯესიკა სიმპსონი და შეი მიტჩელი იმ ცნობილ ადამიანებს შორის არიან, რომლებმაც ქართული ბრენდის სამკაულები მოირგეს.

ბრენდის წარმატების საფუძველი კი მისი უცვლელი ფილოსოფიაა – შექმნას სამკაული, რომელიც ქალს თავს უფრო თავდაჯერებულად, თავისუფლად და გამორჩეულად აგრძნობინებს.

იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო BIZU-ს საერთაშორისო ისტორია და როგორ აღმოჩნდა მისი დიზაინი ჰოლივუდის ვარსკვლავების ხელში, TheDiary-ს BIZU-ს გუნდი ესაუბრა.

BIZU, Bizu Georgia, ქართული ბრენდი, ბეჭდები, ფერადი ბეჭდები

TheDiary: როგორ დაიწყო BIZU-ს საერთაშორისო ისტორია?

BIZU: საერთაშორისო ისტორია სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა ამ მოკლე დროში ბრენდმა უკვე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. საერთაშორისო ბაზარზე BIZU-მ სწრაფად დაიმკვიდრა თავი, როგორც თანამედროვე, განსხვავებული და ხარისხიანი სამკაულების ბრენდმა. მომხმარებლების ყურადღება პირველ რიგში მიიპყრო ჩვენმა ფერადმა, თამამმა და არასტანდარტულმა დიზაინებმა, რომლებიც მკვეთრად გამოირჩევა დიდ ბაზარზე არსებული შეთავაზებებისგან.

BIZU, Bizu Georgia, Hayley Kiyoko, ჰეილი კიოკო, კოაჩელა, ბეჭდები, ფერადი ბეჭდები
Hayley Kiyoko BIZU-ს სამკაულებით

საერთაშორისო განვითარების საწყის ეტაპზეც კი ბრენდმა შეძლო უცხოელი მომხმარებლების ნდობის მოპოვება, რაც ხარისხის, დეტალებზე ორიენტირებული მუშაობისა და უნიკალური ესთეტიკის შედეგია. დღეს BIZU საკუთარ ხედვას უკვე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მოდის სივრცეში წარადგენს.

TheDiary: როგორ აღმოჩნდა BIZU ჰოლივუდის ცნობილი სახეების ყურადღების ცენტრში?

BIZU: ჩვენი ამერიკული მარკეტინგული გუნდის მხარდაჭერით, BIZU-მ მოკლე დროში შეძლო საკუთარი სახელის დამკვიდრება როგორც მომხმარებლებს, ისე ინდუსტრიის გავლენიან წარმომადგენლებს შორის. სწორედ ამ პროცესის შედეგად ბრენდის სამკაულები ეტაპობრივად მოექცა ცნობილი მსახიობების, მუსიკოსებისა და ინფლუენსერების ყურადღების ცენტრში.

BIZU, Bizu Georgia, ქართული ბრენდი, ბეჭდები, ფერადი ბეჭდები, jessica simpson, ჯესიკა სიმსონი

Jessica Simpson-მა BIZU-ს სამი ბეჭედი მოირგო და ამ სამკაულებით დააანონსა საკუთარი კონცერტი.

TheDiary: რომელ ვარსკვლავებთან თანამშრომლობა იყო თქვენთვის ყველაზე მოულოდნელი?

BIZU: ყველაზე ემოციური და მოულოდნელი მომენტი იყო როცა BIZU პირველად გამოჩნდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ ფესტივალზე – Coachella-ზე. განსაკუთრებული სიამაყე იყო იმის ნახვა, რომ Hayley Kiyoko სცენაზე BIZU-ს ბეჭდებით გამოვიდა. მაშინ დავრწმუნდით, რომ ჩვენი ნამუშევარი უკვე საერთაშორისო სცენაზეც იპყრობდა ყურადღებას. ამის შემდეგ მალევე შედგა თანამშრომლობა Masha Fokina-სთან, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო Shay Mitchell-ის ფოტოსესია, სადაც BIZU მისი ყოველდღიური სტილის ნაწილი გახდა. ასევე სასიხარულოა, როდესაც მსოფლიო დონის ინფლუენსერები საკუთარი სურვილით ირჩევენ BIZU-ს და მის სამკაულებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ატარებენ. მათ შორის აღსანიშნავია Ginevra Mavilla, რომლის სტილთან BIZU-ს ესთეტიკა ბუნებრივად შეერწყა.

BIZU, Bizu Georgia, ქართული ბრენდი, ბეჭდები, ფერადი ბეჭდები, ginevra mavilla

TheDiary: რას ფიქრობთ, რატომ გახდა BIZU მიმზიდველი საერთაშორისო აუდიტორიისთვის?

BIZU: საერთაშორისო ბაზარზე ყურადღების მიქცევა ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომხმარებელს მსოფლიოში არაერთი ცნობილი და ძლიერი სამკაულების ბრენდის არჩევანი აქვს.

BIZU, Bizu Georgia, ქართული ბრენდი, ბეჭდები, ფერადი ბეჭდები BIZU, Bizu Georgia, ქართული ბრენდი, ბეჭდები, ფერადი ბეჭდები, ginerva mavilla

ვფიქრობთ, მთავარი მიზეზი, რის გამოც BIZU-მ საერთაშორისო აუდიტორიის სიყვარული მოიპოვა, მისი განსხვავებული ხასიათია. ჩვენი თითოეული კოლექცია უბრალოდ ტრენდებს არ ერგება, არამედ საკუთარი უნიკალური ვიზუალური ენის მატარებელია. ფერები, ფორმები, ემოციური დეტალები და თამამი დიზაინი ქმნის სამკაულებს, რომლებიც ქალს საშუალებას აძლევს საკუთარი ინდივიდუალობა გამოხატოს.

ზევით