იდეალური ქორწილი ინდივიდუალური, ჩვენს ქვეცნობიერში ბავშვობიდან დღემდე მოგროვილი ოცნებების მიქსია, რომელიც მეორე ნახევართან ერთად დაწყებული ცხოვრების პირველი და ყველაზე დასამახსოვრებელი დღეა, ამიტომ Make no mistakes! ქორწილისთვის სამზადისში რამდენიმე საკრალურად მნიშვნელოვანი კომპონენტი დიდი რუდუნებით უნდა შეირჩეს.
მოდელები: ანნა შელია და ანასტასია ჯეირათი; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME
მოდელი: ანნა შელია; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME
მაშ ასე, როგორია იდეალური ქორწილი?
ანასტასია ჯეირათი: პირველ რიგში, მინდა, რომ ჩემს ქორწილში იყოს ყველა ის ადამიანი, ვინც მიყვარს და მახარებს. არ მინდა ძალიან დიდი ქორწილი, თუმცა აუცილებლად უნდა გავერთო და საყვარელ ადამიანებთან ერთად დაუვიწყარი დრო გავატარო. ძალიან მინდა, რომ ქორწილი საქართველოსთან ერთად და ინდოეთშიც გადავიხადო (აქ უფრო პატარა).
მოდელი: ანასტასია ჯეირათი; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME
ანნა შელია: მე უკვე მქონდა იდეალური ქორწილი. მთავარია წყვილი იყოს ბედნიერი და მთელი ქორწილი იქნება იდეალური, ვგულისხმობ იმას რომ ყველა გაერთობა. არ აქვს მნიშვნელობა ადგილს.
მოდელი: ანნა შელია; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME
THE DRESS
დედის საპატარძლო კაბის გაცოცხლებას გეგმავთ, თუ თქვენი ოცნების თეთრი სამოსის პოვნას, მთავარი იმ ხასიათის მიგნებაა, რომელიც თქვენს ინდივიდუალიზმსა და პიროვნებას გაუსვამს ხაზს. “ის კაბა” ყველაზე რთული შესარჩევია, მაგრამ მასთან “პირველი შეხვედრა” დაუვიწყარი იქნება. MAISON MOKOSH ქართული Bridal shop-ია, რომელიც მომხმარებელს მსოფლიოს პრემიუმ საქორწინო კაბების ბრენდებს სთავაზობს.
MAISON MOKOSH-ში თითოეული კაბა პატარძლებთან ერთად იქმნება. გუნდი პროცესის დაწყებიდან კაბის დასრულებამდე, ყველა დეტალს საკუთარ თავზე იღებს: არჩევს კონცეფციას, ქმნის ესკიზებს და მუშაობს ყველა იმ დეტალზე, რაც კაბას უნიკალურსა და ინდივიდუალურს ხდის. შედეგად, თითოეული კაბა პატარძლის ინდივიდუალურ სტილსა და ხასიათს გამოხატავს. მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია MM სამკერვალო ატელიე, რომელიც უმაღლესი ხარისხის ქსოვილებით მუშაობს და ინდივიდუალურ მომსახურებას უზრუნველყოფს.
ანასტასია: ჩემი ოცნების კაბა სადა და დახვეწილია.
მოდელი: ანასტასია ჯეირათი; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME
ანნა: ვფიქრობ ქორწილში ჩაცმის სტილი ძალიან ინდივიდუალურია, ტანის აღნაგობას და გემოვნებას გააჩნია. მე პირადად ისევ ისეთივე კაბას ჩავიცვამდი, რაც ჩემს ქორწილში მეცვა, სადას და დახვეწილს.
მოდელები: ანნა შელია და ანასტასია ჯეირათი; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME; ლოკაცია: Museum Hotel Tbilisi
A little Sparkle:
იდეალური ქორწილი წარმოუდგენელია ბრილიანტების გარეშე, რომელსაც პატარძალი მთელი ცხოვრება ატარებს. TI'ME მომხმარებელს Blush Lab Diamonds ოქროს და ბრილიანტის სამკაულების ნიდერლანდურ ბრენდს სთავაზობს. "ბლაში" ელეგანტური, მარადიული და ნაზი დიზაინის სამკაულების კოლექციებს წარმოგვიდგენს.
მოდელი: ანნა შელია; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME
მათი უმაღლესი ხარისხის სამკაულები ხელნაკეთია და 14K ოქროთი მზადდება. მიმზიდველი ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები და ბეჭდები სამ სხვადასხვა ტონშია წარმოდგენილი: თბილი ყვითელი,მგრძნობიარე წითელი და ელეგანტური თეთრი ოქრო, ცქრიალა ცირკონით და მტკნარი წყლის მარგალიტებით.
ბრილიანტი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ძვირფასეულობას წარმოადგენდა, თუმცა თანამედროვე მეცნიერების წყალობით უფრო ხელმისაწვდომი გახდა. "ბლაში" სწორედ იმ ბრილიანტებს გთავაზობთ, რომელიც ლაბორატორიაში იქმნება და წარმოადგენს ბუნებრივი ბრილიანტის იდენტურ ქვას. მათი გარჩევა არათუ თვალით, არამედ მიკროსკოპითაც შეუძლებელია. გარდა ხელმისაწვდომობისა, Lab Diamond-ი ეთიკური და მდგრადი არჩევანია. ბლაშის უნიკალური ბრილიანტების კოლექციის აღმოჩენა კი TI’ME GEORGIA-ში შეგიძლიათ.
მოდელი: ანასტასია ჯეირათი; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME; ლოკაცია: Museum Hotel Tbilisi
Where?
ლოკაცია ქორწილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი სტილის განმსაზღვრელი ელემენტია. არც ის დაგვავიწყდეს, რომ აქ გადაღებული ფოტოებით თქვენს შვილიშვილებთანაც უნდა იტრაბახოთ, რომ აღარაფერი ვთქვათ კრიტიკულად განწყობილ Instagram გამომწერებზე.
მოდელი: ანნა შელია; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME; ლოკაცია: Museum Hotel Tbilisi; Drinks: Aperol Spritz
შემოდგომის სეზონისთვის კომპლექსურ ლოკაციას გირჩევდით, ღია და დახურული სივრცით, რომლის ტრანსფორმაციაც თქვენთვის სასურველ ფერებში მოხდება.
მოდელი: ანასტასია ჯეირათი; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME, ლოკაცია: Museum Hotel Tbilisi; Drinks: Aperol Spritz, Cinzano.
ანასტასია: ქორწილი წარმომიდგენია ღია და დიდ ტერიტორიაზე, რომელიც სულ ყვავილებით იქნება გაფორმებული, სადაც იქნება ბევრ ცეკვა და სიმღერა. არ მიყვარს თანამედროვე, მინიმალისტური ქორწილები. უფრო ძველებური და კლასიკური სტილი მომწონს.
მოდელები: ანნა შელია და ანასტასია ჯეირათი; სამოსი: MAISON MOKOSH; სამკაული: BLUSH Lab Diamonds by TI'ME; ლოკაცია: Museum Hotel Tbilisi; Drinks: Aperol Spritz.
მეორე ვერსია კი ფოტოსესიისთვის ცალკე ლოკაციის შერჩევაა, რაც იდეალური ფოტოების გადაღების საშუალებას მშვიდ გარემოში, ზედმეტი მაყურებლების გარეშე მოგცემთ. ერთ-ერთ ვერსიად კი კაფე “მუზეუმს” გირჩევთ, რომელიც ბოჰემური სტილისა და კლასიკური ელემენტების წყალობით, ნებისმიერი გემოვნების პატარძლის ალბომს დაამშვენებს.
თანამედროვე ფეხბურთელები სტილის ახალ არქეტიპებს ქმნიან: დევიდ ბექჰემი, ექტორ ბელერინი, კრიშტიანუ რონალდუ, პოლ პოგბა და სხვა სპორტსმენები style icon-ებად იქცნენ. ზოგიერთი მათგანი კი — როგორც ხვიჩა კვარაცხელია — საკუთარ პლატფორმას იყენებს იმისთვის, რომ ქუჩაში ან სოციალურ მედიაში ისევე შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, როგორც მოედანზე.
Weekend Max Mara-ს საზაფხულო კოლექცია, სახელწოდებით A Weekend with Ashley Park, ჰაეროვან, კომფორტულ და ელეგანტურ სამოსს გთავაზობთ, რომელიც იდეალურია როგორც ქალაქის ცხელ ქუჩებში, ისე ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე სასეირნოდ.
აბაზანის დიზაინი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეტიკის, არამედ კომფორტისა და ფუნქციურობის თვალსაზრისითაც. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ აბაზანის დიზაინის საინტერესო იდეებს.