ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
ქართველების საყვარელი ბომბარდირი ჩაცმულობის მიმართ ყურადღებით გამოირჩევა. ფრანგული Ligue 1-ის გახსნის ტურზე გიორგი მიქაუტაძე შემჩნეული იყო Labubu-ს ტრენდული აქსესუარით.

Labubu ღუნღულა სათამაშო მონსტრია, რომელიც ილუსტრატორ კასინგ ლუნგის ფანტაზიის სამყაროდან დაიბადა და დროთა განმავლობაში გლობალურ კულტურულ მოვლენად იქცა. ეს უცნაური ფიგურა ერთდროულად წარმოადგენს მოდურ აქსესუარსა და ციფრულ ეპოქაში დაბადებულ ეგზოტიკურ სათამაშოს, რომელიც ინტერნეტის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ობიექტად იქცა.
![]() |
|
Labubu-სთვის გარდამტეხი აღმოჩნდა 2024 წელი, როდესაც Blackpink-ის წევრი ლისა შემთხვევით გამოჩნდა ფოტოებზე ამ საკიდით. მალე Labubu ვიხილეთ რიანასა და დუა ლიპას ყოველდღიურ სტილშიც. ახლა კი უკვე ჩვენი საყვარელი ბომბარდირიც გამოჩნდა ამ აქსესუარით, რომელიც Louis Vuitton-ის ჩანთას მოარგო.
გიორგი მიქაუტაძე გამონაკლისი არ არის ტრენდების მიმართ ინტერესით. ფეხბურთელები ცნობილები არიან მოდის სამყაროსადმი ინტერესით, მათი ყოველდღიური სტილი კი ხშირად ისეთივე განხილვის საგანია, როგორც მათი თამაში მოედანზე.