ჯეინ ბირკინმა საკუთარი კვალი არა მხოლოდ ფრანგულ მუსიკასა და კინოში დატოვა, არამედ მოდის სამყაროშიც. სწორედ მის სახელს უკავშირდება ბირკინის ცნობილი ჩანთა.
ბირკინის ჩანთას 40 წელი შეუსრულდა
1984 წელს შექმნილი საკულტო ჩანთა სტატუსის სიმბოლოდ იქცა. Hermès-ი მოდის სახლი ბირკინის რეკორდული გაყიდვებითა და უამრავი ცნობილი კოლექციონერით ამაყობს. დღეის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მეტი ბირკინის ჩანთა YouTube სელებრითის, ჯეიმი ჩუასა და კარდაშიანების ოჯახის ყველაზე მდიდარ წევრს, კაილი ჯენერს აქვს.
YouTube სელებრითი ჯეიმი ჩუა და ბირკინის კოლექცია
ბირკინის ჩანთის დაბადება
1981 წელს ჯეინ ბირკინმა Hermès-ის აღმასრულებელ დირექტორი, ჟან-ლუი დიუმა თვითმფრინავში გაიცნო. სწორედ მისთვის შექმნა მსახიობმა სკეტჩი იმ ჩანთის, რომელიც ტყავის იდეალური აქსესუარი იქნებოდა ქალისთვის, რომელშიც ყველა საჭირო ნივთს მოათავსებდა და მხარზე გადაიგდებდა. სწორედ ეს შეხვედრა იქცა ბირკინს ჩანთის შექმნის ინსპირაციად.
„რატომ არ აკეთებთ ჩანთას, რომელიც ოთხჯერ აღემატება „კელის“. გოგოებს მოსწონთ მკლავზე გადაკიდებული ჩანთები, სადაც ჩავყრით ყველაფერს, რაც კი გვჭირდება“, - ჯეინ ბირკინი.
დიუმასმა ზუსტად ის ჩანთა შექმნა, რომელიც ჯეინს სჭირდებოდა და მისი სახელიც დაარქვა. სწორედ ასე შეიქმნა ბირკინს ჩანთა, რომელიც ჩანთის ღირებულების კუთხითაც რეკორდებს ხსნის.
ჯეინ ბირკინი, „ბირკინის“ ჩანთის პროტოპის, რომელიც 2021 წელს ვიქტორია და ალბერტის მუზეუმში, ლონდონში იყო გამოფენილი, ხშირად იყენებდა სხვადასხვა პრობლემების მიმართ საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად და მასზე ხშირად მიაკრობდა ხოლმე სხვადასხვა მოწოდებებსა და ლოზუნგებს.
როგორც ცნობილია, რომ Hermès-ი ბირკინს ყოველწლიურად დაახლოებით 40 000 ამერიკულ დოლარს უხდიდა მისი სახელის გამოყენების სანაცვლოდ. თუმცა, ამ თანხა ჯეინი სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს სწირავდა. ჯეინ ბირკინს სულ რამდენიმე Birking Bag გააჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე საკულტო ჩანთა მის სახელს ატარებდა. ერთ-ერთი მათგანი 2014 წელს მსახიობმა აუქციონზე გაიტანა, ხოლო შემოსული თანხა არაკომერციულ ორგანიზაციას Anno's Africa-ს გადასცა.
დიზაინერი ლუკა მიქაძე ყაზახეთის მოდის კვირეულზე 2025 წლის კოლექციით წარსდგა, რომელიც ქუჩის სტილსა და თავისუფლების იდეას აერთიანებს. ჩვენთან ინტერვიუში ის კოლექციის შთაგონებაზე, სამუშაო პროცესსა და ემოციურ გზავნილზე გვიამბობს.
თანამედროვე ფეხბურთელები სტილის ახალ არქეტიპებს ქმნიან: დევიდ ბექჰემი, ექტორ ბელერინი, კრიშტიანუ რონალდუ, პოლ პოგბა და სხვა სპორტსმენები style icon-ებად იქცნენ. ზოგიერთი მათგანი კი — როგორც ხვიჩა კვარაცხელია — საკუთარ პლატფორმას იყენებს იმისთვის, რომ ქუჩაში ან სოციალურ მედიაში ისევე შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, როგორც მოედანზე.
Weekend Max Mara-ს საზაფხულო კოლექცია, სახელწოდებით A Weekend with Ashley Park, ჰაეროვან, კომფორტულ და ელეგანტურ სამოსს გთავაზობთ, რომელიც იდეალურია როგორც ქალაქის ცხელ ქუჩებში, ისე ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე სასეირნოდ.