2024 წლის ზაფხულის ცხელ დღეებში მარტივია მოდურად გამოვიყურებოდეთ და ამავდროულად კომფორტულად გვეცვას. ადრე, Fashionista გოგოების გარდერობში ბირკენშტოკების არსებობა არც კი განიხილებოდა, დღეს კი მაღალი მოდის ბრენდებთან კოლაბორაციითა და მისი გამორჩეული კომფორტულობით, ეს არც თუ ისე ლამაზი, თუმცა ჯანსაღი და ორთოპედული ფეხსაცმელი IT აქსესუარადაც იქცა. ბირკენშტოკი განსხვავებული სტილისა და ხედვის მქონე დიზაინერებს დაუმეგობრდა და ის მოდის ჩვენებებზეც კი არაერთხელ ვიხილეთ.
Birkenstock x Dior, AW22 menswear, Paris
FREE PEOPLE
Free People-ის ვებ გვერდზე შეზღუდული დროით, ე.წ. ტოკიოს სტილის ბირკენშტოკის ლიმიტირებული კოლექციაა ხელმისაწვდომი. ეს კოლექცია ზაფხულისთვის ზედგამოჭრილია. ბირკეშტოკების საფირმო დეტალები განახლებული და განსხვავებული დიზაინითაა წარმოდგენილი. შეგიძლიათ ტოკიოს სტილის ბირკენშტოკი მოკლე ქვედაბოლოს, ჯინსებს ან თეთრ საზაფხულო კაბას შეუხამოთ, საღამოს სუსხის დროს კი თეთრ წინდებსაც ძალიან მოუხდება.
2015 წელს სარა "Staud" შტაუდიგერმა და ჯორჯ ავგუსტომ ლოს-ანჯელესში ბრენდი დააარსეს. ბრენდის ფილოსოფიის მიხედვით, მოდა ქალებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მათ გაძლიერებას უნდა უწყობდეს ხელს. Staud-ისა და ბირკენშტოკის კოლაბორაციაში მდიდრული ზამშისა და იტალიური ტყავის წყალობით, საფირმო არიზონასა და ბოსტონის სანდლების გაუმჯობესებული ვერსია მივიღეთ. ბირკენშტოკი ახალი დაწნული შესაკრავით ამჟამინდელ ბოჰემური მოდის ტენდენციებში იდეალურად ჯდება.
Proenza Schouler-თან კოლაბორაციით მომხიბლავი და კომფორტული სანდლები შეიქმნა. ბირკენშტოკს ტრადიციული შესაკრავის ნაცვლად, velcro შესაკრავი და კონტრასტული ნაკერები ამშვენებს. Staud-ის კოლექციებს ორი დიზაინერი, Jack McColloug და Lazaro Hermandez-ი ქმნის. მათი თქმით, ბრენდისთვის მნიშვნელოვანია შექმნას ისეთი დიზაინი, რომელიც ადამიანს არასდროს მოჰბეზრდება, გარდერობში სამუდამოდ დაიდებს ბინას და მასში თავს კომფორტულად იგრძნობს.
Tekla კოპენჰაგენში შექმნილი კომპანიაა, რომელიც საყოფაცხოვრებო ნივთების დიზაინს გვთავაზობს. კომპანიამ პანდემიის პერიოდში, მდიდრული თეთრეულის, საბნებისა და პირსახოცების კოლექცია შექმნა. ბირკენშტოკთან კოლაბორაციაც და კომპანიის ახალი ხაზიც წარმატებული გამოდგა. Tekla x Birkenstock კლასიკური მოდისა და ქუჩის სტილის იდეალური ნაზავია. ბირკენშტოკი დაწყებული პიჟამიდან, დამთავრებული კლასიკური პერანგით, ყველაფერს უხდება. კოლექციას განსაკუთრებულს ფერების პალიტრაც ხდის. შეხვდებით ღია მწვანე, ლავანდისფერ მოდელებს.
მოდის სამყაროს მუდმივმა IT გოგომ, სარა ჯესიკა პარკერმა მანოლო ბლანიკის ფეხსაცმელები ზუსტად ისე შეგვაყვარა, როგორც ქერი ბრედშოუს პერსონაჟს უყვარს ისინი. მანოლო ბლანიკისა და ბირკენშტოკის კოლაბორაცია რამდენიმე წლის წინ უკვე შედგა. მათი თანამშრომლობა იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ დღეს შესაძენად მხოლოდ რამდენიმე მოდელის პოვნას თუ შეძლებთ. ყველაზე ცნობილი ველვეტის, კრისტალებით გაწყობილი სანდლები გახლავთ. მანოლო ბლანიკი 50 წლიან კარიერას ითვლის და ვოგთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია რაც ბირკენშტოკი მისი ყოველდღიურობის ნაწილია.
"ჩვენი ფეხსაცმლის დასამშვენებლად ყოველთვის ვეძებ ახალ სამკაულსა და აქსესუარებს. ბირკენშტოკის დიზაინში თვალისმომჭრელი ბზინვარების შეტანა ძალიან სახალისო გამოდგა."- ამბობს ბლანიკი.
ჟილ სანდერმა მოდის სახლი გერმანიაში 1968 წელს დააფუძნა, დღეს კი ის მილანში მდებარეობს. კრეატიული დირექტორები დიზაინერებთან ერთად ფუფუნების თანამედროვე კონცეფციაზე მუშაობენ. ეს კონცეფცია მინიმალიზმისა და სამოსზე ხელით მუშაობის მემკვიდრეობას ეფუძნება. ორი, წარმოშობით გერმანული ბრენდის კოლაბორაციით ბირკენშტოკის გაუმჯობესებული ვერსია შეიქმნა. ამ კოლექციით დიზაინერებმა სპორტული და ქუჩის სტილის მოყვარულ ადამიანებს მყარი, ფართო, უხეში ძირებითა და ტყავის შესაკრავებით გაწყობილი მოდელები შესთავაზეს. ბირკენშტოკი კი ჟილ სანდერის სახლის მინიმალისტურ სამოსს ძალიან მოუხდება.
ბრიტანელმა დიზაინერმა, Faye Toogood-მა ბირკენშტოკთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო. Toogood-მა სანდლებისა და ქლოგების ფუმფულა, puffy ვერსია შემოგვთავაზა. კოლექციაში ყვითელი, ღია ნაცრისფერი, თეთრი და შავი ფერები დომინირებენ. Toogood-ი ძალიან საინტერესო დიზაინერია, მას არ უყვარს ლოგოებისა და პატერნების გამოყენება, ფორმებით თამაში ურჩევნია. დიზაინერის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი Roly Poly სკამია.
რიკ ოუენსის კოლექციებს თვალს თუ გადავავლებთ, დაუჯერებლად მოგვეჩვენება, მაგრამ მან ბირკენშტოკთან კოლაბორაციის დროსკონცეფცია "სილამაზე უბრალოებაშია" გამოიყენა. დიზაინერის უახლეს კოლექციებში გოტიკური სტილი, ტყავის სამოსი და პლატფორმიანი ფეხსაცმელები ჭარბობს. არიზონას მოდელის დიზაინში კი რიკ ოუენსმა მხოლოდ შესაკრავების განსხვავებული ვერსიები შემოგვთავაზა.
იტალიურ მოდის სახლს თავისი ლოგო ძალიან უყვარს, ის დიზაინშიც ხშირად დომინირებს და ბირკენშტოკთან კოლაბორაციაც არ იყო გამონაკლისი. ვალენტინომ მაქსიმალისტური დიზაინის ხაზი აირჩია და ლოგოს გარდა მოდელები სხვადასხვა ფერის კამუფლაჟის პრინტით შემოგვთავაზა.
HER STORE 2016 წლიდან დახვეწილ და თანამედროვე სამკაულებს გთავაზობს. ამ წლების განმავლობაში კი, ვერცხლით, ტიტანითა თუ ოქროთი დაფარული დიზაინებით და უნიკალური სამკაულების კოლექციებით HER STORE უამრავი ქალისთვის საუკეთესო არჩევანი გახდა.
წლევანდელმა ოსკარებმა უკვე ჩაიარა და უამრავი განსახილველი თემაც დაგვიტოვა. გამარჯვებულების დასახელებასთან ერთად, განსაკუთრებულად ველოდით წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქებს. და აი, ის დროც დადგა – შევაფასოთ, რომელი ვარსკვლავის ჩაცმულობა გამოირჩეოდა ყველაზე მეტად.
Dolce & Gabbana-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია Cool Girls - თავდაჯერებულობა, ფუფუნება და თანამედროვე ესთეტიკა. გაიგეთ, როგორ აერთიანებს ბრენდი ტრადიციასა და ინოვაციას.