Balenciaga ახალ, 2023 წლის საშემოდგომო კამპანიას სახელწოდებით - Fitting Rooms წარმოგვიდგენს. დიზაინერი ერთგულ მომხმარებელს ამჯერად „გასახდელში“ მოდელებთან, ცნობილ სახეებთან და სხვა წარმატებულ ადამაინებთან ერთად იწვევს.
პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ცნობილი ქართველი მოდელი და სამოდელო სააგენტოს - Look Models-ის დამფუძნებელი - ნინო ცქიტიშვილია, რომელიც კამპანიისთვის თავად ბალენსიაგას გუნდმა შეარჩია.
„სამოდელოდან 150-მდე მოდელის პორტფოლიოები გაგვაგზავნინეს. მოგვიანებით კი დაგვიკავშირდნენ და ჩემი look book-ის გაგზავნა გვთხოვეს“ - ნინო ცქიტიშვილი
საბოლოოდ 2023 წლის საშემოდგომო კამპანიისთვის ნინო ცქიტიშვილტან ერთად Look Models-ის მოდელი - დეა თავაძე შეირჩა. გადაღებები პარიზში, Balenciaga-ს სათავო ოფისში გაიმართა, სადაც მონაწილეობას 80-მდე ადამიანი იღებდა. მათ შორის იყვნენ მოდელები, ცნობილი სახეები, ექიმები, თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები.
„გადაღებები 1 კვირა გრძელდებოდა. Ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პირადად დემნას გაცნობის საშუალება მომეცა. როგორც კი გაიგო, რომ ქართველი ვარ, ქართულად დამიწყო ლაპარაკი. Საოცარი პიროვნებაა და თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია“ - ამბობს The Diary-სთან საუბრისას ნინო ცქიტიშვილი.
Balenciaga-ს 2023 წლის საშემოდგომო კამპანიის - Fitting Rooms ფოტოები უკვე დევს ბრენდის ოფიციალურ გვერდებსა და Denmagram-ზე.
ველო მოგზაურისა და მსოფლიო რეკორდსმენის, ერეკლე ბაღაშვილის გზა საკუთარ თავსა და სამყაროში მოგზაურობის ამბავია. ერეკლემ პორტუგალიიდან საქართველოში ველოსიპედით ჩამოსვლა გადაწყვიტა და ამ თავგადასავალის ამბებს სოციალურ ქსელებში გვიზიარებდა. დღეს ის The Diary Originals-ის სტუმარია და ინტერვიუსთვის ჩვენს კონცეპტუალურ სახლში გვესტუმრა.
VINSTYLE ქართული ვინტაჟური ბრენდია, რომლის ესთეტიკა მინიმალისტურ და ექსპრესიულ მოდას აერთიანებს. ბრენდის დამფუძნებელმა გოგოებმა მოდისადმი საერთო სიყვარული ბიზნესად აქციეს. მათი კურატორობით VINSTYLE-ის კოლექციებში თავმოყრილია 1970, 80 და 90-იანი წლების მოდის ელეგანტური ნამუშევრები.
„ლილიენი“ თბილისის გულში დაფუძნებული ქართული მოდის ბრენდია, რომელიც ქალის სილამაზესა და თავდაჯერებულობას უნიკალურ კოლექციებში აერთიანებს. თითოეული დიზაინი ესკიზიდან იწყება და რეალობად, ფრთხილად შერჩეული ქსოვილებითა და ოსტატობით იქცევა.