რამდენიმე წუთის წინ, პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე, დემნა გვასალიამ, Balenciaga-სთვის შექმნილი, რიგით მე-3, Haute Couture კოლექცია წარადგინა. მაღალი მოდის კალენდარში ქართველმა დიზაინერმა და მოდის სახლის კრეატიულმა ხელმძღვანელმა Balenciaga 2 წლის წინ დააბრუნა და მას შემდეგ, განახლებული შთაგონებითა და მოტივაციით, განსხვავებულ კოლექციებს გვთავაზობს.
შემოდგომა/ზამთრის 2023/24 წლის Haute Couture შოუმდე, რამდენიმე დღით ადრე, სტუმრებმა ჩვენებაზე დასასწრები მოსაწვევები მიიღეს. ბუნებრივია, დემნამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და მოსაწვევი ორიგინალური გზით - ოქროს სამაჯური Balenciaga-ს გრავირებით წარმოადგინა, რომელიც იმ მაჯის ნაჭრებით იყო შთაგონებული, რომელსაც ატელიეს თანამშრომლები ატარებენ.
მაღალი მოდის ახალ კოლექციის სილუეტების ფონზე, ჩვენებაში ჩვენს ყურადღებას შოუზე მოწვეული მოდელებიც იპყრობდნენ, რომელთა შორისაც იყვნენ იზაბელ ჰუბერტი, ინეს დე ლა ფრესანჟი და კრისტობელ ბალენსიაგას მუზა დანიელ სლავიკი, რომელიც Balenciaga-ს პოდიუმზე თითქმის 50 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
რაც შეეხება უშუალოდ შემოდგომა/ზამთრის 2023/24 წლის Haute Couture კოლექციას, ის კლასიკური სილუეტებით, სტილიზებული ფორმებითა და ფერებით გაიხსნა, თუმცა მალევე ჩვენებაში ადგილი ჯინსის შარვლებმა და დიდი ზომის მოსაცმელებმა დაიკავეს. დემნას არასტანდარტული ხედვა უჩვეულო ფორმების სინთეზში გაგრძელდა, საბოლოოდ კი სამოსის, როგორც აბჯრის იდეით დაგვირგვინდა. კოლექციის უკანასკნელი სილუეტი 3D პრინტერით შეიქმნა, ამ აბჯრის სრულყოფას მოდის სახლმა 10 თვე მოანდომა და როგორც დემნამ განაცხადა ის ადრე ნანახი სილუეტის 2.0 განახლებულ ვერსიას წარმოადგენს.
ველო მოგზაურისა და მსოფლიო რეკორდსმენის, ერეკლე ბაღაშვილის გზა საკუთარ თავსა და სამყაროში მოგზაურობის ამბავია. ერეკლემ პორტუგალიიდან საქართველოში ველოსიპედით ჩამოსვლა გადაწყვიტა და ამ თავგადასავალის ამბებს სოციალურ ქსელებში გვიზიარებდა. დღეს ის The Diary Originals-ის სტუმარია და ინტერვიუსთვის ჩვენს კონცეპტუალურ სახლში გვესტუმრა.
VINSTYLE ქართული ვინტაჟური ბრენდია, რომლის ესთეტიკა მინიმალისტურ და ექსპრესიულ მოდას აერთიანებს. ბრენდის დამფუძნებელმა გოგოებმა მოდისადმი საერთო სიყვარული ბიზნესად აქციეს. მათი კურატორობით VINSTYLE-ის კოლექციებში თავმოყრილია 1970, 80 და 90-იანი წლების მოდის ელეგანტური ნამუშევრები.
„ლილიენი“ თბილისის გულში დაფუძნებული ქართული მოდის ბრენდია, რომელიც ქალის სილამაზესა და თავდაჯერებულობას უნიკალურ კოლექციებში აერთიანებს. თითოეული დიზაინი ესკიზიდან იწყება და რეალობად, ფრთხილად შერჩეული ქსოვილებითა და ოსტატობით იქცევა.