Humane AI-მ სადებიუტო პროდუქტი - AiPin წარადგინა. AiPin ინოვაციური მოწყობილობა გახლავთ, რომელსაც არ აქვს ეკრანი და არ საჭიროებს სხვა მოწყობილობებთან დაკავშირებას. მას უკვე განიხილავენ ტელეფონების ალტერნატივადაც.
კომპანია Humane AI-ის მიღმა, Apple-ის ყოფილი თანამშრომლები - იმრან ჩაუდრი და ბეთანი ბონგიორნო დგანან. იმრანი 21 წლის განმავლობაში იკავებდა iPhone-ის მწარმოებლის დიზაინის დირექტორის პოზიციას, ბეთანი კი iOS და macOS პროგრამების ყოფილი დირექტორი გახლდათ. დღეს, Apple-ის ყოფილი თანამშრომლები უკვე ითვლებიან გიგანტი კომპანიის პოტენციურ კონკურენტებად, რომლებმაც გარკვეული დეტალებისთვის შთაგონება უდავოდ Apple-სგან აიღეს. Humane AI ნახევარმთვარის ლოგოს ატარებს, ისევე როგორც Apple საკულტო ჩაკბეჩილი ვაშლის ფორმას. კიდევ ერთი მსგავსება AiPin-ის კომპაქტურ და დახვეწილი დიზაინში შეგვიძლია დავინახოთ, რომელიც ერთი შეხედვით, Apple-ის მოწყობილობების სუფთა და მარტივ დიზაინებს იმეორებს.
თუმცა, AiPin ახალ სიტყვად ითვლება ტექნოლოგიურ სამყაროში და ვიზუალური მსგავსების გარდა, მას Apple-ის მოწყობილობებისგან უამრავი მახასიათებელი განასხვავებს.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია 2019 წელს შეიქმნა და 2023 წლის ნოემბრამდე არც ერთი პროდუქტი არ წარუდგენია, Humane AI-მ დაარსების დღიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. კომპანიამ, ისეთი ინვესტორებისგან, როგორებიც Microsoft, Tiger Global, OpenAI არიან, 200 მილიონზე მეტი ინვესტიცია მოიპოვა და თავისი სადებიუტო AiPin-ც წარადგინა.
”ჩვენთვის Ai Pin მხოლოდ დასაწყისია”, - თქვა ჩაუდრიმ პრეზენტაციის დროს.
AiPin-ის ძირითადი მახასიათებლები
AiPin-ს არ აქვს გამოღვიძების სიტყვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყოველთვის არ ისმენს მომხმარებლის ბრძანებებს, ისეთებს როგორებიცაა „Hey Siri“ ან „OK Google“. მომხმარებელმა უნდა გაააქტიუროს ის თავისი ხმის, შეხების, ჟესტების ან ლაზერული დისპლეის გამოყენებით. მაგალითად, თუ მომხმარებელი შეეხება და დააჭერს ერთ თითს სენსორულ პანელზე, მოწყობილობა გააქტიურდება და მიიღებს ხმოვან ბრძანებებს. თუ მომხმარებელს სურს ზარის მიღება ან დასრულება, ის ორჯერ უნდა შეეხოს სენსორულ პანელს.
პროდუქტს აქვს ჩაშენებული მიკროფონი და კამერა, რომელთა გამოყენებისას მოწყობილობა ციმციმს იწყებს. მაგალითად, თუ AiPin მწვანედ აციმციმდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი კამერა ჩართულია, რაც სხვა ადამიანებს აცნობებს, რომ AiPin-ის მფლობელი მათ იღებს.
პროდუქტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი ლაზერული დისპლეია, რომლის მართვა პირდაპირ ხელის გულზეა შესაძლებელი. AiPin არ საჭიროებს აპლიკაციების ჩამოტვირთვას, რადგან კომპანიები, როგორებიცაა Microsoft, Google და OpenAI, მისთვის საჭირო სერვისებს უზრუნველყოფენ.
Coperni-სთან კოლაბორაციით, AiPin პირველად პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდა
AiPin-ს გააჩნია ჩაშენებული დატენვადი ლითიუმ-იონური პოლიმერული ელემენტი. როდესაც ელემენტი ამოიწურება, მისი დამუხტვა შესაძლებელია გამაძლიერებლის გამოყენებით, რომელიც აქსესუარების პაკეტში შედის.
მოწყობილობას აგრეთვე გააჩნია მაგნიტური მასივები, რომლებიც ტანსაცმელზე, ქურთუკზე, ან სულაც პერანგზე მისამაგრებლად გამოიყენება.
AiPin-ის ღირებულება 699 $-ია (ზუსტად იმდენი, რამდენიც iPhone 13-ისა და iPhone 14-ის ზოგიერთი ვერსიის ღირებულება) და მის შესაძენად წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია.
ანა ვინტურმა ამერიკული Vogue-ის სარედაქციო კონტენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. ვინტური მოდის ყველაზე გავლენიან ჟურნალს არ ტოვებს, თუმცა ამერიკული გამოცემის საქმიანობას ამიერიდან 39 წლის ქლოე მალი გაუძღვება.
ვენეციის კინოფესტივალზე შეილინ ვუდლიმ ერთდოურლად ახალი ფილმის პრემიერა და თავისი დებიუტი აღნიშნა. ახალგაზრდა მსახიობმა სამი შესანიშნავი ლუქი შემოგვთავაზა, მინი-კაბიდან დაწყებული, უნაკლო Fendi-ს ლუქით დამთავრებული.
სულ ხუთი დღეღა დარჩა შემოდგომამდე და გრილი დღეებისთვის გარდერობის განახლება თუ გაქვთ დაგეგმილი, მაშინ ჩვენ ამ სეზონის ყველაზე ტრენდულ, თუმცა დახვეწილ ფერთა პალიტრას გაგაცნობთ.