აბაზანის დიზაინის ინსპირაცია

აბაზანა არის სივრცე, საიდანაც იწყება ჩვენი დღე. სწორედ ამიტომ, მისი დიზაინი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ვიზუალურ შთაბეჭდილებაზე, არამედ ყოველდღიურ განწყობასა და ყოფით კომფორტზე. კარგად დაგეგმილი და გემოვნებით გაფორმებული აბაზანა გვთავაზობს სიმშვიდეს, სისუფთავესა და ფუნქციურობაზე ორიენტირებულ გარემოს. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ აბაზანის დეკორის საინტერესო იდეებს – მინიმალიზმიდან ინდუსტრიულ სტილამდე, იაპონური ესთეტიკიდან კლასიკამდე.

მინიმალისტური სიდიადე

აბაზანა, დეკორი, რემონტი

მინიმალისტურ დიზაინში ცენტრალურ ადგილს მარმარილოთი შესრულებული მასიური აბაზანა იკავებს. მისი მკვეთრი ფორმა და მასალა მინიმალისტურ გარემოს საკმაოდ დიდ კონტრასტს სძენს. დიზაინს სრულყოფილ იერს კი თანამედროვე ხელოვანის, Tomaas-ის ფოტო ქმნის.

ლაზიერის გამბიტი

მარმარილო, ბრინაჯოს აბაზანა, დეკორი, რემონტი

აქ დიზაინის მთავარი ინსპირაცია ჭადრაკის დაფაა. შავ-თეთრი გეომეტრიული მოპირკეთება მყისიერად იპყრობს ყურადღებას. ხოლო ამ სივრცეს არაფერი ისე უხდება, როგორც ბრინჯაოს აბაზანა.  საბოლოო შედეგი – გამორჩეული დიზაინია, რომელიც კლასიკურ ფორმებს ახლებურად აღიქვამს.

მონოქრომული პალიტრა

დიზაინი, დეკორი, აბაზანა, არქიტექტურა

ამ თანამედროვე აბაზანაში თვალსაჩინოა მონოქრომული პალიტრისა და გეომეტრიული სიმეტრიის ჰარმონია. კედლები მოპირკეთებულია მუქი ფერის, მქრქალი აგურის ფილებით, რაც მთელ სივრცეში მყუდროებას ქმნის. თვალსაჩინოა მეტალის დეტალები - ონკანები და კარის სახელურები. მთლიანობაში, ეს აბაზანა თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის დახვეწილი სინთეზია.

იაპონური აბაზანის კულტურა

დიზაინი, დეკორი, აბაზანა, არქიტექტურა

იაპონური აბაზანის ტრადიციებით შთაგონებული ეს სივრცე სიმშვიდესა და ბუნებრივ ჰარმონიას ასახავს. ღრმა ხის აბაზანა ჭერის ფანჯრიდან შემოსული რბილი შუქით ნათდება, ხოლო წყალი სპეციალურად დამზადებული იროკოს ხის ონკანიდან მიეწოდება. სივრცე მინიმალისტურია და შექმნილია დასვენებისა და შინაგანი ბალანსის მოსაპოვებლად.

ინდუსტრიული სტილი 

დიზაინი, დეკორი, აბაზანა, არქიტექტურა

ინდუსტრიული სტილის აბაზანაში მთავარი როლი პოლირებულ ფოლადსა და ბეტონს უკავია. სივრცეში, რომელიც არქიტექტურულად მკაცრია, ყველაფერი მარტივად და პრაქტიკულად არის გადაწყვეტილი.

ლურჯი ქარიზმა

აბაზანა, დეკორი, რემონტი

მარმარილოთი მოპირკეთებული აბაზანა XX საუკუნის შუა წლების მოდერნისტული არქიტექტურითაა შთაგონებული. ლურჯი აბაზანა ინტერიერის მთავარი დეტალია და პირველივე წამიდან იქცევს ყურადღებას. დანარჩენი ელემენტები კი, ტუალეტი და საშხაპე დამალულია გამჭვირვალე, მქრქალი კარების მიღმა, რაც დიზაინს მეტ დახვეწილობას მატებს.

1920-იანების დიზაინი

მინიმალისტური სიდიადე  ამ მინიმალისტურ დიზაინში ცენტრალურ ადგილს მარმარილოთი შესრულებული მასიური აბაზანა იკავებს. მისი მკვეთრი ფორმა და მასალა მინიმალისტურ გარემოს საკმაოდ დიდ კონტრასტს სძენს. დიზაინს სრულყოფილ იერს კი თანამედროვე ხელოვანის, Tomaas-ის ფოტო ქმნის.

ლონდონის მარლებოუნში, 1920-იანი წლების ორიგინალურ შენობაში მდებარე ეს ელეგანტური აბაზანა Maddux Creative-ის პროექტია. სივრცე ამ ეპოქით შთაგონებული მოზაიკის იატაკით, დეკორატიული კედლებითა და მეტალის აქსესუარებითაა გაფორმებული. საშხაპეს შუშის კარები კი სპეციალურად ამ სივრცისთვის შექმნილი დეტალია, რომელიც გადმოსცემს იმ დროისთვის დამახასიათებელ დახვეწილობასა და ელეგანტურობას.

ზევით