როდესაც 2019 წელს ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ თავისივე ბრენდის Vetements-ის კრეატიულ დირექტორობაზე უარი განაცხადა და მთელი ყურადღება Balenciaga-ზე გადაიტანა, მოდის სამყარომ ზუსტად იცოდა, რომ წინ დიდი სიურპრიზი ელოდათ, თუმცა 50 წლის წინ შეჩერებული Haute Couture შოუებისა და კოლექციების აღდგენას არავინ ელოდა.
სამზადისი ხანგრძლივი აღმოჩნდა, ჩვენი მოლოდინი კი კოლექციის თარიღის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო იმატებდა და დღეს ნანატრი დღეც დადგა. დემნა გვასალიამ პირველი Haute Couture კოლექცია Balenciaga-თვის პარიზში წარადგინა, კრისტოფერ ბალენსიაგას ისტორიულ სალონში.
ვფიქრობ, რომ Couture მოდის სამყაროში ყველაზე მაგარი რამაა, რომლის შესახებაც გაუთავებლად უნდა ისაუბრონ - განაცხადა დემნამ შოუს დაწყებამდე.
წინა რიგებში ქანიე უესტის, ანა ვინტურისა და ბელა ჰადიდის მონაწილეობით, დემნამ Haute Couture კოლექცია სრულ სიჩუმეში წარადგინა, რასაკვირველია, ჩვენება, ხომ გვასალიასთვის დამახასიათებელი ორიგინალურობის გარეშე ვერ ჩაივლიდა. 2021 წლის შემოდგომის Couture კოლექციის ხელწერა, უდავოდ, დემნასი გახლდათ, მან Couture კოლექციაში მისთვის ჩვეული სილუეტები წარადგინა და პიროვნულ სტილს რაღაც ახალიც შემატა.
შეძლებს კი დემნა გვასალია Couture-ის მოდერნიზებას? - ეს გახლდათ მთავარი კითხვა, რაც კვირებისა თუ თვეების განმავლობაში ისმოდა მოდის სამყაროში და დღეს მას პასუხი საბოლოოდ გაეცა. დემნამ, არა მხოლოდ მისეული სტილი, არამედ კრისტოფერ ბალენსიაგას უკვდავი სილუეტებიც გააცოცხლა და მოდის სახლის ისტორიას პატივი ამ გზით მიაგო.
დემნა გვასალიას პირველი Haute Couture კოლექცია საპატარძლო კაბით დაიხურა, საინტერესოა, ვინ იქნება ის ცნობილი ადამიანი, რომელიც მას პირველი მოირგებს? - ამას დრო აუცილებლად გვიჩვენებს.
ჩრდილოეთ ევროპული მოდის ყველაზე დიდი მოვლენა, კოპენჰაგენის მოდის კვირეული, ყოველწლიურად ამტკიცებს, რომ სკანდინავიელებმა ჩაცმა საუკეთესოდ იციან. ამას მოდის კვირეულისკენ მიმავალი დანიელების ქუჩის სტილიც მოწმობს.
კოპენჰაგენის მოდის კვირეულზე შლაპუნებმა მაღალი მოდის სტატუსი მოიპოვეს. ნახეთ როგორ იქცა ეს მარტივი საზაფხულო ფეხსაცმელი სეზონის ყველაზე ტრენდულ აქსესუარად.