ზაფხულის სიცხეები ნელ-ნელა პიკს უახლოვდება. ტემპერატურის მატებასთან ერთად, ჰიდრატაცია, მზისგან დაცვა და მსუბუქი, კომფორტული სამოსი ყოველდღიური რუტინის აუცილებელი ნაწილი ხდება. თუმცა კომფორტი სულაც არ ნიშნავს სტილზე უარის თქმას – პირიქით, სწორად შერჩეული სამოსის დეტალი შეიძლება ლუქის საუკეთესო ნაწილიც კი გახდეს.

The Diary-ს რედაქცია საზაფხულო სანდლების ხუთ ტრენდს გაგაცნობთ, რომელიც ამ სეზონის ყველაზე მოთხოვნადი და პრაქტიკული არჩევანია.
ფლიპ-ფლოპები ქალაქში
ფლიპ-ფლოპებმა პლაჟიდან ქალაქის ქუჩებში გადმოინაცვლა. სხვადასხვა ბრენდი ამ სტილის სანდლების მრავალფეროვან დიზაინს გვთავაზობს, მათ შორის რბილი ტყავით, ზამშით, სხვადასხვა ტიპისა და სიმაღლის ქუსლებით. მათი დახვეწილი, მარტივი დიზაინი სანდლებს ყოველდღიური ლუქის შეუმჩნეველ, მაგრამ მნიშვნელოვან დეტალად აქცევს – ძალიან უხდება როგორც შორტებს, ისე გრძელ, გამოსასვლელ კაბებს.
 |
Zara-ს ყვითელი სანდლები
ყიდვა
|
 |
ALAÏA-ს ზამშის ფლიპ-ფლოპები
ყიდვა
|
ულტრა ბრტყელი სანდლები
ამ ზაფხულს ულტრა ბრტყელი სანდლები ყველაზე კომფორტული და ტრენდული არჩევანია. გარდა Hermès-ის ცნობილი სანდლებისა, სხვა ბრენდებიც უამრავ არჩევანს გვთავაზობენ. შეგხვდებათ მოდელები კოჭზე მოსახვევი თასმებით, ე.წ. Jelly Shoes ან მეტალის დეტალებით გაფორმებული ფეხსაცმელები.
 |
ტყავის სანდლები ქართული ბრენდისგან ANNA
ყიდვა
|
 |
Guess-ის ნარინჯისფერი სანდლები
ყიდვა
|
 |
ტყავის თასმიანი სანდლები
ყიდვა
|
მეთევზის სტილი
ზღვასთან ასოცირებული დიზაინი ზაფხულის ტრენდებში ყოველთვის იგრძნობა, თუმცა, წელს მეთევზის ესთეტიკა განსაკუთრებულად ყურადღების ცენტრშია. მეთევზეების საქმიანობიდან წამოღებულია ბადეების დიზაინიც, რომელიც სანდლების მოდელებში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გვხვდება.
 |
COS-ის მეთევზის სანდლები
ყიდვა
|
 |
Rouje-ის სანდლები ოქროსფერი თასმებით
ყიდვა
|
სანდლები, რომლებიც სუნთქავს
ამ სეზონზე ბადის ეფექტი სანდლების დიზაინის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად იქცა. დაბალი ან მაღალი ქუსლი და მოქსოვილი ზედაპირი მათ ნებისმიერი დღისთვის იდეალურ ვარიანტად აქცევს, იქნება ეს ოფისის ჩვეულებრივი დღე თუ საზაფხულო ქორწილი.
 |
ბადისებრი სანდლები ბაფთით
ყიდვა
|
ფოჩებიანი სანდლები
თუ ზაფხულში წინამო არაკომფორტული სატარებელია, სამაგიეროდ, იგი ფეხსაცმელების დიზაინში ამართლებს. ფოჩებიანი სანდლები ამ სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ტრენდია.
 |
Zara-ს მაღალქუსლიანი სანდლები
ყიდვა
|