კანის მოვლის ყველაზე მნიშვნელოვანი წესი წელიწადის ნებისმიერ დროს უცვლელია: სახლიდან გასვლის წინ არ უნდა დაგავიწყდეთ მზისგან დამცავის გამოყენება. თუმცა, ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით აქტუალური ხდება ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც მზის სხივები არა მხოლოდ ინტენსიური, არამედ პოტენციურად საზიანოცაა.
მზისგან დამცავის ეფექტურობის შესანარჩუნებლად სპეციალისტები გვირჩევენ, დღის განმავლობაში რამდენჯერმე განვაახლოთ მისი ფენა სახის კანზე. თუმცა, ტრადიციული კრემის სტრუქტურის SPF-ის ხელახლა წასმა ხშირად მოუხერხებელია – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოძრაობაში ვართ, მაკიაჟი გვისვია ან ხელის დაბანის საშუალებაც კი არ გვაქვს. სწორედ ამიტომაა მზისგან დამცავი სტიკი რუტინის ახალი შეუცვლელი ნაწილი.
 |
Abib-ის მზისგან დამცავი სტიკი SPF50+
ყიდვა
|
ბოლო წლებში მზისგან დამცავი სტიკები სულ უფრო პოპულარული ხდება, მათი ტექსტურა და შემადგენლობა კი მუდმივად იხვეწება. თანამედროვე სტიკები რბილი, მსუბუქი და ნაკლებად ცხიმიანია, რაც მათ მარტივ გამოყენებას და კარგი დაცვის უნარს უზრუნველყოფს.
 |
მიზონის მზისგან დამცავი სტიკი
ყიდვა
|
სტიკის ცვილოვანი ტექსტურა მას უფრო მდგრადს ხდის, რის შედეგადაც ის არ დნება მაღალ ტემპერატურაზე და ზაფხულის ცხელი დღეებისთვის იდეალურია. გარდა ამისა, სტიკის გამოყენება მარტივად შეგვიძლია ისეთ ადგილებში, როგორიცაა ცხვირის, ყურის ზედა ნაწილის, თვალების ქვედა არისა და ხელების ზონები.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სტიკი არ ცვლის სრულფასოვან მზისგან დამცავ კრემს. პირველ რიგში, სახეზე უნდა წაისვათ საკმარისი რაოდენობის კრემი, ხოლო სტიკი გამოიყენოთ დამატებითი დაცვისთვის ან რთულად მისადგომ ადგილებში წასასმელად.
 |
მზისგან დამცავი სტიკი კორეული კანის მოვლის ბრენდისგან
ყიდვა
|
მიუხედავად იმისა, რომ სტიკები პრაქტიკულია, მათი შემადგენლობა ყოველთვის არ არის იდეალური ყველა ტიპის კანისთვის. ზოგიერთი სტიკი ხშირად შეიცავს ისეთ დანამატებს, რომლებიც პრობლემური შეიძლება იყოს აკნესადმი მიდრეკილი ან მგრძნობიარე კანისთვის. ამიტომაც, გამოყენებამდე კარგად უნდა წავიკითხოთ პროდუქტის შემადგენლობა. ასევე, მნიშვნელოვანია სტიკის სისუფთავის დაცვა, რადგან მისი პირდაპირი შეხება კანთან ბაქტერიების გავრცელების რისკს ზრდის.
 |
BABE-ს წყალგამძლე მზისგან დამცავი სტიკი
ყიდვა
|