ინტერიერის დიზაინში ტრენდები ყოველწლიურად იცვლება, თუმცა მთავარი თქვენი პერსონალური სტილის შენარჩუნებაა, რომელიც სახლის იერსახეს ყველაზე მეტად გამოარჩევს. ისიც გეცოდინებათ, რომ ინტერიერის გასახალისებლად განსაკუთრებული თანხების დახარჯვა აუცილებელი არაა. მეტიც, სახლისთვის საკუთარი ხელით შექმნილი პროექტები მეტად სენტიმენტალურ დატვირთვას ატარებს. ამჯერად The Diary-ის რედაქცია 2025 წლის 5 ყველაზე ტრენდულ ელემენტს გაგაცნობთ, რომლებსაც სახლის პირობებში, საკუთარი ხელითაც შექმნით.
1. ბიოფილური კუთხე შინაური მცენარეებით:
ბუნების სახლის კედლებში შემოტანა 2025 წლის მთავარი ტენდენციაა და ამის მოხერხება მცენარეების გამოყენებით ძალიან მარტივია. მცენარეები არა მხოლოდ სილამაზეს და სიცოცხლეს მატებს ოთახს, არამედ აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და დამამშვიდებელ ატმოსფეროს ქმნის. აირჩიეთ მცენარეების მრავალფეროვნება (იფიქრეთ ისეთ მცენარეებზე, რომლებიც ნაკლებად მოვლას საჭიროებენ, როგორიცაა ფიკუსი, დრაცენა, სუკულენტები და სხვ.) და განათავსეთ ისინი უნიკალურ ქოთნებში.
ასევე, შეგიძლიათ შექმნათ მცენარეების კედელი ხის თაროებით, ან დაკიდებული სისტემის საშუალებით.
რაც მთავარია, ეცადეთ კუთხე განალაგოთ ისეთ ადგილას, რომელსაც მაქსიმალურად ხვდება დღის ბუნებრივი შუქი, რაც კიდევ უფრო მეტად შექმნის იმის ილუზიას, რომ გარე სივრცე ინტერიერშიც გრძელდება.
2. ხელოვნების ხელნაკეთი ტექსტურული ნიმუშები:
ტექსტურული ნახატები, ტილოები, თუ კედლები, წლის მთავარი ტრენდი იქნება. Tik-Tok-ზეც უკვე არაერთხელ შეხვდებოდით იმ არტისტების ვიდეოებს, რომლებმაც საკუთარი ნამუშევრები 2-დან 3 3D-ში გადაიტანეს და ახლა კედლებს ტექსტურული ხელოვნებით აცოცხლებენ. მსგავსი ნიმუშების შექმნა საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ, რომელთა შესაქმნელად მალშრობადი თიხის, ტექსტურული ფითხის, ან თუნდაც ტექსტილის გამოყენება შეგიძლიათ. არც ისაა აუცილებელი, პროფესიონალურად ხატავდეთ. წინასწარ, ტილოზე მარტივი კონტურების მომზადებით, ტექტურული ნამუშევრის გადატანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
3. ძველი ავეჯის გარდასახვა:
ძველი ავეჯისთვის ფერის, ან ფაქტურის შეცვლა, ოთახის იერსახეს მთლიანად შეცვლის. 2025 წლის მთავარი ტრენდი კი მკვეთრი ფერებია. როგორ გააკეთოთ ეს საკუთარ სახლში: სცადეთ ძველი, ხის ავეჯის მდიდარი, ბუნებრივი ფერებით შეღებვა, მაგალითად, როგორებიცაა ტერაკოტა, ოქროსფერი, ან მუქი მწვანე. ქსოვილის ავეჯისთვის, როგორიცაა სკამები ან დივნები, გამოიყენეთ მკვეთრი ფერის ნაჭრები, ან ნაჭრის საღებავი, ან თუნდაც მოხატეთ გეომეტრიული ფიგურებით.
4. აქცენტური კედელი ბუნებრივი მასალების გამოყენებით:
2025 წელს ძლიერი მოთხოვნა იქნება ბუნებრივ მასალებზე, როგორებიცაა ხე, ქვა, ან თიხა, რასაც ოთახში განსაკუთრებული სითბოსა და ტექსტილის შემოტანა შეუძლია.
ასეთი მასალების გამოყენება, სახლში საინტერესო აქცენტურ კედელს ქმნის.
როგორ გააკეთოთ ეს საკუთარ სახლში: ხის აქცენტური კედლის შექმნა ძველი პალეტების, ან გადამუშავებული ხის გამოყენებით შეგიძლიათ. უფრო მარტივი მიდგომისთვის, შეგიძლიათ ე.წ. მისაკრავი, დეკორატიული ფილების გამოყენება შეგიძლიათ, რომლებსაც ხის, ან ქვის ტექსტურა აქვს, ხოლო მათი გამოწერა ონლაინაა შესაძლებელი.
2025 წელს ინტერიერის დიზაინის ტენდენციებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა “ჰაერში გამოკიდებულ თაროებს” (floating shelves), რომლებიც სივრცეს სიმსუბუქესა და მინიმალისტურ ეფექტს სძენს. თაროების სახლის პირობებში დამონტაჟება საკმაოდ მარტივია. სხვადასხვა სივრცეში მარტივად ადაპტირდება და არ იკავებს ბევრ ადგილს.
თაროების შესაქმნელად, შეგიძლიათ უბრალო, ხის ფირფიტები გამოიყენოთ, ან წინასწარ გამზადებული, სასურველი მასალის თაროები, რომლების არჩევანიც ბაზარზე მრავლადაა. თაროების კედლებზე დამაგრება სპეციალური ფიქსატორების გამოყენებითაა შესაძლებელი და ამისთვის განსაკუთრებული უნარ-ჩვევებიც არაა საჭირო. მსგავსი ტიპის თაროები იდეალურია წიგნების, მცენარეების, სხვადასხვა დეკორატიული ნივთებისთვის.
Dolce & Gabbana-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია Cool Girls - თავდაჯერებულობა, ფუფუნება და თანამედროვე ესთეტიკა. გაიგეთ, როგორ აერთიანებს ბრენდი ტრადიციასა და ინოვაციას.
თბილისის ყველაზე ესთეტიკური რესტორნები – უნიკალური ინტერიერი, გემრიელი კერძები და განსაკუთრებული ატმოსფერო. აღმოაჩინეთ საუკეთესო კაფეები და რესტორნები, სადაც თანამედროვე ესთეტიკა ძველი თბილისის ხიბლს ერწყმის.
ათენი წლის ნებისმიერ დროს უნიკალურია – აღმოაჩინეთ ქალაქის ისტორია, კულტურა, გასტრონომია და ენერგიული ღამის ცხოვრება. გაიგეთ, რა უნდა მოინახულოთ, სად უნდა ისადილოთ და როგორ შეიგრძნოთ ათენის ავთენტური ატმოსფერო.