თვალსა და ხელს შუა, კარზე ზაფხულიც მოგვადგა. მზიანი ამინდები და გრძელი დღეები კარგ ხასიათზე გვაყენებს და მოტივაციას გვაძლევს, უფრო დიდი დრო დავუთმოთ ჩაცმულობაზე ფიქრს. თუ ინსპირაციას ეძებთ, The Diary-ის რედაქცია ზაფხულის ყველაზე აქტუალურ ტრენდებს გაგაცნობთ.
CAPRIS
სხეულზე მომდგარი კაპრი 2024 წლის ზაფხულის ერთ-ერთი წამყვანი ტრენდია. Capris-ის სტილის შორტები უკვე გამოჩნდა ცნობილი დიზაინერების მოდის ჩვენებებსა თუ ქუჩის ჩაცმულობაში. სამოსს შეგიძლიათ შეუხამოთ როგორც სპორტული, ასევე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ინსპირაციისთვის ლუქს ქართველი ვლოგერიც marisunny გვთავაზობს.
თუ ზაფხულის სიცხეში კომფორტულად ჩაცმა გიყვართ და თან ტრენდებსაც უწყობთ ფეხს, სკანდინავიური სტილის პიჟამა შარვალი და შორტი ძალიან მოგეწონებათ. კომფორტი და მინიმალიზმი არც ამ სეზონზე კარგავს აქტუალობას; ამჯერად პიჟამებით სიარულიც კი მოდური ხდება.
ამ სეზონზე, თქვენს კაპსულა გარდერობში ერთი ქვედაბოლო მაინც უნდა იქონიოთ. საშუალო სიგრძის, გრძელი და ე.წ. ბუშტივით ქვედაბოლოები 2024 წელს მოდაში დაბრუნდნენ და ამ ზაფხულსაც არ კარგავენ აქტუალობას. მოდის კრიტიკოსების თქმით, თეთრი მაქმანებიანი ქვედაბოლოები სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოდის ტრენდია. სხვათა შორის, ამ ზაფხულის ფერების მთავარ სიაში ღია ცისფერთან, წითელთან, იასამნისფერსა და ღია ოქროსფერთან ერთად, თეთრიც იწერება.
ზაფხულის ცხელ დღეებში ღია ფეხსაცმელზე უკეთესი არაფერია. წელს მერიჯეინები და ოდნავ მაღალი ქუსლით ფეხსაცმელებია მოდაში. ასე, რომ შეგიძლია ქერი ბრედშოუს ლუქებს თვალი გადაავლოთ და ინსპირაცია მისგან აიღოთ.
ზაფხულის მთავარი აქსესუარი სათვალეებია. როგორც ყოველთვის, მოდის ციკლურობაში წელსაც ვრწმუნდებით. ამჯერად, წარსულიდან 1970-80იანი წლების სათვალეების დიზაინი გაცოცხლდა და ზაფხულის წამყვანი ტრენდიც გახდა.
ამ ყველაფერთან ერთად, გაზაფხულის მთავარი ტრენდები - დიდი ქამრები, გამჭვირვალე ტანსაცმელი, ბაფთები და ფერადი აქსესუარები კვლავაც არ კარგავენ აქტუალობას.
თანამედროვე ფეხბურთელები სტილის ახალ არქეტიპებს ქმნიან: დევიდ ბექჰემი, ექტორ ბელერინი, კრიშტიანუ რონალდუ, პოლ პოგბა და სხვა სპორტსმენები style icon-ებად იქცნენ. ზოგიერთი მათგანი კი — როგორც ხვიჩა კვარაცხელია — საკუთარ პლატფორმას იყენებს იმისთვის, რომ ქუჩაში ან სოციალურ მედიაში ისევე შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, როგორც მოედანზე.
Weekend Max Mara-ს საზაფხულო კოლექცია, სახელწოდებით A Weekend with Ashley Park, ჰაეროვან, კომფორტულ და ელეგანტურ სამოსს გთავაზობთ, რომელიც იდეალურია როგორც ქალაქის ცხელ ქუჩებში, ისე ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე სასეირნოდ.
აბაზანის დიზაინი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეტიკის, არამედ კომფორტისა და ფუნქციურობის თვალსაზრისითაც. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ აბაზანის დიზაინის საინტერესო იდეებს.