მუდმივად განვითარებად მოდის სამყაროში, 2024 წელი ნოსტალგიისა და ინოვაციების ნაზავს გვთავაზობს. კლასიკური სტილი ფუტურისტული ელემენტებით ერგება თანამედროვეობას და მოდა შემდეგ საფეხურზე აჰყავს. 2024 წელს საკულტო ფერები, თამამი სილუეტები თუ ქსოვილები მოდის ჩვენებებიდან ჩვენს ცხოვრებაში გადმოდის და ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. წლევანდელი ტენდენციები მეტ მრავალფეროვნებასა და თვითგამოხატვის ახალ ფორმებს წარმოგვიდგენს. ახლა კი უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ რომელია 2024 წლის ტრენდული სამოსი.
burgundy
წითელი ფერი შარშანდელი შემოდგომა ზამთრის სეზონზეც ყურადღების ეპიცენტრში იყო. წლევანდელ საგაზაფხულო ტრენდებში მისი მუქი ტონალობა, შინდისფერი, იკავებს გამორჩეულ ადგილს. პოდიუმიდან უკვე, დროა ფერმა თქვენს გარდერობშიც გადმოინაცვლოს. ყოველდღიურ ლუქში შინდისფერი ნივთების სხვადასხვა ვარიაციების გამოყენება შეგიძლიათ. ამ ფერის ლოფერების, ჩანთებისა თუ ქურთუკების შეხამება საგაზაფხულო სტილის განუყოფელ ელემენტად მარტივად იქცევა.
ყვავილები და ბანტები
baggy ჯინსებისა და oversized სამოსის შემდეგ, 2024 წლის ტრენდები რადიკალურ ცვლილებას განიცდის. გაზაფხული-ზაფხულის სტილში ფემინური ელემენტები ბრუნდება. ბანტებით, ყვავილებითა და მრავალფეროვანი მაქმანებით გაფორმებული ტანისამოსი განსაკუთრებით მოუხდება ზაფხულის გრილ საღამოებს. აღნიშნული დეტალები უკვე გამოჩნდა Simone Rocha-ს, Carolina Herrera-ს და Moschino-ს კოლექციებში. ყვავილებიანი ჩოქერის ან თმის აქსესუარის შეხამება გრილ, ფრიალა კაბებთან, დახვეწილ ჯინსის ლუქებთან და ფერად ქვედაბოლოებთან შეგეძლებათ. არ უნდა გამოგვრჩეს ვარდების პრინტი, რომელიც წელს არაერთ მოდის ჩვენებაზე ვიხილეთ - Dolce & Gabbana-ს ვარდის ფორმის ჩანთა თუ ვერსაჩეს ვარდებით გაფორმებული შარფი.
სქაი ბლუ Bottega Veneta-სა და Staud-ის კოლექციების ხილვის შემდეგ ღია ცისფერი წლის ყველაზე ტრენდულ ფერად შეგვიძლია დავასახელოთ. ღია ფერის ჯინსებიდან საღამოს კაბებამდე - sky blue ყველა სტილის ტანისამოსს გამორჩეულ ეფექტს ანიჭებს. ამ გაზაფხულზე ამ მონოქრომული ფერის შეხამება მარტივ ამოცანას წარმოადგენს. sky blue თქვენს ნებისმიერ ლუქს უბრალოებას შესძენს, ზაფხულის რუჯთან ერთად კი განსაკუთრებულ მშვენიერებას შეიძენს.
animal print
ცხოველის პრინტი 2023-ში დაგვიბრუნდა, წელს კი განსაკუთრებით პოპულარული ლეოპარდის პრინტია. ცხოველის პრინტის სამოსი თუ აქსესუარი თქვენი ლუქის მთავარ კომპონენტად იქცევა. ლეოპარდის პრინტის შეხამება განსაკუთრებით მარტივი იქნება ფეხსაცმელების ან ჩანთების შემთხვევაში, თუმცა თუ თამამი და გამბედავი ლუქებისთვის მზად ხართ დიზაინერები ლეოპარდის პრინტის კაბების შესანიშნავ ვარიანტებსაც გვთავაზობენ. ალბათ, ყველა თქვენგანის ყურადღება მიიქცია ადიდასის ლეოპარდის პრინტის სპორტულმა ფეხსაცმელმა, რომელიც უკვე დამკვიდრდა წლის მთავარ აღმოჩენად. ფეხსაცმელი ყოველდღიურ სტილს განუმეორებელ ელფერს სძენს და თქვენს ლუქს ყველასგან გამორჩეულს ხდის.
მეტალიკი არასოდეს ტოვებს მოდის სამყაროს. წლევანდელ ტრენდებში იგი ვერცხლისფერ და ოქროსფერ ტონალობებში გვხვდება. გრემისა თუ ოსკარის დაჯილდოებებზე წითელ ხალიჩაზე არაერთი სელებრითი წარსდგა მეტალიკის საღამოს კაბით, მათ შორის ალესანდრა ამბროსიო, რომელმაც მუსიკალური დაჯილდოების საღამოზე მუქი ვერცხლისფერი კაბით ყველა მოგვხიბლა. შესაძლოა, წვეულებების სეზონი დასრულდა თუმცა მეტალიკი გაზაფხული-ზაფხულის თბილი საღამოებისთვისაც აუცილებლად უნდა დატოვოთ გარდერობებში. ვერცხლისფერი ან ოქროსფერი შარვალი თქვენი Statement pants მარტივად გახდება.
Colorful Sneakers
Adidas Samba-ზე საუბარი გაუჩერებლად შეგვიძლია. სპორტული კედები ქუჩის სტილის ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ელემენტად სრულიად დამსახურებულად იქცა. პოპულარობის ზრდასთან ერთად სპორტული ბრენდი ფეხსაცმლის მეტად მრავალფეროვან და ფერად მოდელებს ქმნის, რომლებიც სადა ტონალობების მოყვარულების გულებსაც დანახვისთანავე იპყრობს. ადიდასთან ერთად 2024 წლის ტრენდების სიაში Onitsuka Tiger-ის ყვითელი კედები და Salomon-ის სალაშქრო ფეხსაცმელები იკავებს ღირსეულ ადგილს.
ბადე ბალეტკები გაზაფული-ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული ფეხსაცმელია. მათ უკვე ყველგან ვხედავთ, როგორც ცნობილი ბრენდების, მათ შორის Boittega Veneta-ს, Alaïa-ს, The Row-ს კოლექციებში, ასევე A-lister-ების ლუქებშიც. ჯენიფერ ლოურენსი და დაკოტა ჯონსონი უკვე რამდენიმეჯერ გამოჩნდნენ ამ საგაზაფხულო ბალეტკებით. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ტრენდული ფეხსაცმელი Miu-Miu-სა, Steve Madden-ის საიტებზეც ჩნდება. high-end ბრენდების გარდა, მისი შეძენა ამაზონზეც შეგიძლიათ მეტად ხელმისაწვდომ ფასად. ფეხსაცმელი დახვეწილთან ერთად, საკმაოდ კომფორტულია და საგაზაფხულო outfit-ის გამორჩეულ ნაწილად შეგიძლიათ აქციოთ. არჩევანი საკმაოდ დიდია და მარტივად იპოვით იმ მოდელს, რომელიც თქვენს პერსონალურ სტილს ესადაგება.
2024 წლის მოდის სფეროში, სრულიად ჯინსის ლუქები ტრიუმფალურად ბრუნდება. გათანამედროვებული და ორიგინალური სახით. ჯინსის კომბინეზონები, პერანგები, კაბები თუ ქურთუკები - წელს ყველაფერი მოდურად ითვლება. მათი ერთად შეხამება, შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ზედმეტი იქნება, თუმცა გამორჩეული ქამრებით, ჩანთებითა და სხვა აქსესუარებით ლუქი უბრალოებას ყველაზე დახვეწილად შეინარჩუნებს.
Capri Pants
Capri Pants 2000-იანების დასაწყისიდან 2024-ში თანამედროვე იერით ბრუნდება. მერლინ მონროსა თუ ოდრი ჰეპბერნის სტილის შემადგენელი ნაწილი უკვე არაერთი მოდელისა თუ მსახიობის პაპარაცულ ფოტოებში გამოჩნდა. მოკლე შარვალი, რომელიც ხშირად ფერადი, ორნამენტებიანი პრინტითა და მრავალფეროვანი ტექსტურით გვამახსოვრებდა თავს, კიდევ ერთხელ იქცა მოდის ტრენდად. ის, როგორც ოფიციალური და დახვეწილი ლუქების, ასევე ზაფხულის საღამოების თავისუფალი სტილის ნაწილად შეგვიძლია ვაქციოთ. განსაკუთრებით მოუხდება საზაფხულო სანდლებსა და ზემოთხსენებულ Mesh Ballet Flats-ს. capri pants ერთდროულად კომფორტისა და დახვეწილობის სიმბოლოდ წარმოგვიდგება.
HER STORE 2016 წლიდან დახვეწილ და თანამედროვე სამკაულებს გთავაზობს. ამ წლების განმავლობაში კი, ვერცხლით, ტიტანითა თუ ოქროთი დაფარული დიზაინებით და უნიკალური სამკაულების კოლექციებით HER STORE უამრავი ქალისთვის საუკეთესო არჩევანი გახდა.
წლევანდელმა ოსკარებმა უკვე ჩაიარა და უამრავი განსახილველი თემაც დაგვიტოვა. გამარჯვებულების დასახელებასთან ერთად, განსაკუთრებულად ველოდით წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქებს. და აი, ის დროც დადგა – შევაფასოთ, რომელი ვარსკვლავის ჩაცმულობა გამოირჩეოდა ყველაზე მეტად.
Dolce & Gabbana-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია Cool Girls - თავდაჯერებულობა, ფუფუნება და თანამედროვე ესთეტიკა. გაიგეთ, როგორ აერთიანებს ბრენდი ტრადიციასა და ინოვაციას.