Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია
Victoria Beckham-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც დიზაინერმა პარიზში წარადგინა, გამოირჩეოდა ფემინური სილუეტებით, დახვეწილი თარგითა და ელეგანტურობის ახალი ხედვით.
1950-იანი წლები, მოდის დედაქალაქის ყველაზე გლამურული ათწლეული, ეპოქა, რომელმაც Dior-ის, Givenchy-ის, Fath-ის, Balenciaga-სა და Balmain-ის ჯადოსნურ სამყაროში შეგვახედა და ლეგენდარული მოდის სახლების განუმეორებელი დიზაინერების ნამუშევრები დაგვიტოვა. ეს გახლდათ წლები, როდესაც პარიზული მოდა ბრწყინვალებით მწვერვალებს იპყრობდა და ერთი ნახვით აჯადოებდა მნახველს.
დღეს, გასული საუკუნის საოცნებო ათწლეულს მხოლოდ ფოტოებით შეგვიძლია შევავლოთ თვალი. ამ კუთხით კი, ამერიკელი მოდის ფოტოგრაფის ფოტოარქივი ნამდვილი საგანძურია. მარკ შოუს ფოტოკოლექცია ყველაზე გლამურული მოდური ჩვენებების კულისებს მიღმა ფოტოებს ინახავს, თვალწარმტაც ჩვენებებსა და გადაღებებს, რომლებიც ფოტოგრაფის პორტფოლიოში დღემდე საპატიო ადგილს იკავებენ.
ამერიკელმა ფოტოგრაფმა, მარკ შოუმ სახელი კენედის ოჯახის ფოტოებით გაითქვა. თუმცა, მარკი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ მოდის ფოტოგრაფიაში. მან ამ მიმართულებას ინოვაციური მეთოდები და ახალი ხედვები შემატა. შოუს ეკუთვნის ისეთი საკულტო ფოტოები, როგორებიცაა Chanel-ის სამოსში გამოწყობილი მოდელები, თავად კოკო შანელის ქუჩის ფოტოები, Balmain-ის, Dior-ისა და Givenchy-ის 1950-იანი წლების ჩვენების კულისებს მიღმა კადრები და სხვა.