ხშირად სახლის სიმყუდროვეს წვრილმანი დეტალები განაპირობებს. თეთრ ქოთანს, მცენარეს, ორიგინალურ სანათს, თუ ფოტო კოლაჟს ოთახში თბილი ატმოსფეროს შექმნა და ინტერიერის გახალისება ნამდვილად შეუძლია. დიზაინერების ერთ-ერთი საყვარელი ხრიკი კი კედლების თაროებით გაფორმებაა, რომლებსაც არა ერთი დანიშნულება შეიძლება მოვუძებნოთ და სახლის ნებისმიერ კუთხეში შეგვიძლია გამოვიყენოთ. რაც მთავარია, კედელზე თაროს დასამონტაჟებლად არც პროფესიონალის დახმარება გჭირდებათ და არც ძვირი დაგიჯდებათ. The Diary-იმ თქვენთვის თავი თაროების გამოყენების 5 იდეას მოუყარა.
PHOTO SHELVES
კედლის თაროებს ხშირ შემთხვევაში დეკორატიული დანიშნულებით იყენებენ. ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია მათი ფოტოებით, ან Mood board-ებით შევსება. Ერთი შეხედვით მარტივი კომპოზიცია ოთახს აუცილებლად გამორჩეულ ელფერს შესძენს.
GREEN SHELVES
ხის თარო და ოთახის მცენარე საუკეთესო კომბინაციაა. მსგავსი კომპოზიციის შესაქმნელად რამდენიმე მცირე ზომის თარის დამონტაჟება და სახლში უკვე არსებული მცენარეების სასურველი მიმდევრობით განლაგებაა. Გახსოვდეთ, რომ თეთრი ფერის ქოთანი ნამდვილი კლასიკაა!
KITCHEN SHELVES
დიდი ხანია კლასიკურმა სამზარეულომ სახე იცვალა, ინტერიერის დიზაინერებმა კი სახლის ყველაზე სურნელოვან კუთხეში ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყეს. დახურული კარადები ღია თაროებით ჩანაცვლდა (ისევე როგორც მადონას სერვიზი ჩაანაცვლა დურალექსის მინამ) და გამჭვირვალე ჭურჭელიც ინტერიერის დახვეწილ ნაწილად იქცა.
WORK SPACE SHELVES
გიფიქრიათ, რამდენი ნივთი იყრის თავს თქვენს სამუშაო მაგიდაზე, რომელთა უმეტესობაც შეიძლება თვეების მანძილზე არ გამოიყენოთ. თუ სამუშაო სივრცე სახლშიც გაქვთ მოწყობილი, შეგიძლიათ კედელზე რამდენიმე ხის თარო მიამაგროთ, წიგნებით, საკანცელარიო ნივთებით, თუ სხვა წვრილმანებით შეავსოთ და კიდევ უფრო პროფესიულ გარემოში დაკავდეთ საკუთარი საქმით.
BATHROOM SHELVES
ხშირად პატარა საპირფარეშოში კარადის კი არა, ჩვენი ადგილიც ძლივს მოიპოვება. დაუწერელი კანონის მიხედვით, პატარა სივრცეში კედლები ღია ფერის საღებავით უნდა შევღებოთ, დამაგვირგვინებელ ნიუანსად კი ერთ-ორი თაროს გამოყენებასაც გირჩევთ, რომელიც სააბაზანო ნივთების, პირსახოცების, თუ დროის გასაყვანი ჟურნალების შესანახადაც გამოგადგებათ და ყველაზე ნაკლებად მოდურ ადგილს განსაკუთრებულ პეწს შესძენს.
მოკლედ, კედლის თაროებისთვის სახლში ადგილი ყოველთვის მოიძებნება. იდეები უკვე შემოგთავაზეთ, დიზაინის შერჩევა კი თქვენთვის მოგვინდია.
HER STORE 2016 წლიდან დახვეწილ და თანამედროვე სამკაულებს გთავაზობს. ამ წლების განმავლობაში კი, ვერცხლით, ტიტანითა თუ ოქროთი დაფარული დიზაინებით და უნიკალური სამკაულების კოლექციებით HER STORE უამრავი ქალისთვის საუკეთესო არჩევანი გახდა.
წლევანდელმა ოსკარებმა უკვე ჩაიარა და უამრავი განსახილველი თემაც დაგვიტოვა. გამარჯვებულების დასახელებასთან ერთად, განსაკუთრებულად ველოდით წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქებს. და აი, ის დროც დადგა – შევაფასოთ, რომელი ვარსკვლავის ჩაცმულობა გამოირჩეოდა ყველაზე მეტად.
Dolce & Gabbana-ს 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია Cool Girls - თავდაჯერებულობა, ფუფუნება და თანამედროვე ესთეტიკა. გაიგეთ, როგორ აერთიანებს ბრენდი ტრადიციასა და ინოვაციას.