უკვე ოფიციალურად: ნუცა ბუზალაძე AMERICAN IDOL-ის მონაწილეა

ქართველი ჯეილო, ასე უწოდა ლუკ ბრაიანმა ნუცა ბუზალაძეს, მოსმენის შემდეგ და არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ. ნუცას ქარიზმა, უშრეტი ენერგია და საქმის მიმართ აბსოლუტური თავდადება მართალაც რომ მოგვაგონებს, მეგავარსკვლავ ჯენიფერ ლოპესს, თუმცა დღევანდელი დღე არა მსგავსებას, არამედ ნუცა ბუზალაძის ოცნების ასრულებას და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შოუში American Idol-ში მოხვედრაზეა.

ნუცა ბუზალაძე

უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, ნუცა ბუზალაძე ამ მიზნისკენ მიიწევდა და როდესაც დარწმუნდა, რომ ამ დიდი გამოწვევისთვის უკვე მზად იყო, American Idol-ში მოსმენაზეც გავიდა. მეგაპროექტის 21-ე სეზონის ჟიურის წევრების: ლიონელ რიჩის, ქეითი პერისა და ლუკ ბრაიანის წინაშე ნუცა ბუზალაძემ ორი სიმღერა შეასრულა. La Belle-ს Lady Marmalade-ს პერფომანსის შემდეგ, რომელშიც ნუცამ მთელი თავისი ვოკალური სიმდიდრე და ცეკვის ელემენტები ჩააქსოვა, ქეითი პერი ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს, თუმცა მეორე სიმღერისთვის თავად ქეითიმ ურჩია, რომ ამჯერად ნუცას, მათთვის ბუნებრიობა დაენახებინა, და ნუცამაც იმღერა...

Lady Marmalade ოვაციებს ნამდვილად იმსახურებდა, მაგრამ ის თუ როგორ შეასრულა ნუცა ბუზალაძემ უიტნი ჰისტონის უკვდავი და ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი ჰიტი Greatest love of all, ეს უკვე სხვა შესაძლებლობებზე მიგვითითებდა. ჟრუანტელის დავლის შემდეგ, ნუცამ ჰოლივუდისკენ მიმავალი ოქროს ბილეთიც დაიმსახურა და კონკურსის შემდეგ ეტაპზეც გადავიდა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nutsa Buzaladze (@nutsabuza)

ჰოლივუდისკენ მიმავალი ბილეთი! ცხოვრებაში მხოლოდ ამაზე ვოცნებობდი! ღმერთი არსებობს და ის სასწაულებს ახდენს, უბრალოდ გჯეროდეთ ამის!

American Idol-ის შესარჩევი ტურის დასრულებისთანავე, შესაძლებლობა გვექნება, კიდევ ერთხელ ვუგულშემატკივროთ ნუცა ბუზალაძეს ეკრანებიდან. სიახლეებს, ამერიკული მეგაპროექტის პირველი ქართველი მონაწილის შესახებ კი გზადაგზა გაგიზიარებთ.

ზევით