#მუსიკა

შონ მენდესის შემოქმედებაში ახალი ერა იწყება

გაზიარება:

კანადელი პოპ-ვარსკვლავი აუდიტორიას უბრუნდება. შონ მენდესი მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო რამდენიმე წელი მსმენელის წინაშე არ გამოჩენილა. 2022 წელს მან მსოფლიო ტურნეს რამდენიმე კონცერტიც გააუქმა და ინსტაგრამ პოსტით ფანებს დროებით დაემშვიდობა.

შონ მენდესი

ახლა კი, შონი ალბომით, სინგლებითა და საერთოდაც ახალი სტილით ბრუნდება. მან ორი სიმღერა: "Why Why Why" და "Isn't that enough" გამოუშვა და 18 ოქტომბრისთვის მთლიანი ალბომის გამოსვლაც დააანონსა. ორივე სიმღერა ბალადისა და პოპის ნაზავია და შონის პირად ბრძოლებზე, ტკივილზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და დანგრეულ ურთიერთობაზეა.

შონ მენდესი, კამილა კაბელიო
შონ მენდესი და კამილა კაბელიო Met Gala-ზე

“Why Why Why" იმ მენტალურ ბრძოლას გადმოსცემს, რომელიც მომღერალმა ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოიარა და მსმენელს გამარჯვებული დაუბრუნდა. "I stepped off the stage with nothin' left... But here I am, singin' songs again" - მღერის შონ მენდესი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ სიმღერის ის ნაწილია, სადაც შონი ამბობს, რომ ის ლამის მამა გახდა.

“Visions of her naked in my head, But I went off and chose myself instead... I thought I was about to be a father, Shook me to the core, I’m still a kid".

შონ მენდესისა და ასევე წარმატებული მომღერლის, კამილა კაბელიოს სიყვარულის ისტორია ყველასთვის ცნობილია. შონს ნათქვამიც აქვს, რომ ის უკვე წლებია, რაც ყველა სიმღერას კამილას უძღვნის. კამილასადმი მიძღვნილ სიმღერებს შორისაა, შონ მენდესის ჰიტი "Treat you better". კამილასა და შონის კოლაბორაციით შეიქმნა ასევე გაჰიტებული სიმღერა "Senorita". კამილამ და შონმა ურთიერთობა პანდემიის შემდეგ მალევე დაასრულეს.

შონ მენდესი, კამილა კაბელიო

"ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამ კრიზისისა და შფოთვის შემდეგ დადგებოდა breakthrough მომენტი" - ამბობს შონ მენდესი ინტერვიუში. მენტალური პრობლემების განკურნების დასასრული და ახალი გზის დასაწყისი კი სწორედ ‘Why Why Why" სიმღერა იყო.

"My hands still shakin', My mind’s still racin', My heart’s still breakin' in two, My friends stay patient, My mother still calls for the news".

ეს ფრაზა კი მეორე სიმღერიდანაა, სახელად "Isn't it enough", რომელშიც შონი კვლავ გამოვლილ, წარსულში დატოვებულ რთულ პერიოდზე მღერის. Apple Music-თან ინტერვიუში შონმა ახსენა, რომ “Isn’t That Enough” ფანებთან და აუდიტორიასთან საუბარს აგონებს. თითქოს იგი მსმენელს ეკითხება, თუ როგორ არიან და ეუბნება, რომ ყველაფერმა ჩაიარა და თავად უკვე კარგადაა.

შონმა ახალ ალბომს ინსტაგრამ პოსტიც მიუძღვნა, სადაც ის წერს, რომ მუსიკა შესაძლოა განმაკურნებელ წამლად იქცეს. შონის თქმით, ის ერთი წლის წინ პანიკური შეტევების გამო სტუდიაშიც კი ვერ შედიოდა, დღეს კი 12 დასრულებული სიმღერა აქვს და მეხუთე სტუდიური ალბომიც, სახელად "Shawn" გამზადებულია. პოსტში ის თავის მეგობრებს და იმ ადამიანებს უხდის მადლობას, რომლებიც რთულ გზაზე გვერდით ედგნენ და პრობლემებს მასთან ერთად ებრძოდნენ.

შონ მენდესი
შონ მენდესი Royal Drury Lane-ის თაეტრში. ლონდონი, 13 აგვისტო

სანამ შონი ფართო აუდიტორიასთან მსოფლიო ტურნეების ფარგლებში დაბრუნდება, 13 აგვისტოს ლონდონის ფანების წინაშე უკვე კონცერტიც გამართა. 26 წლის მომღერალმა სცენაზე ყოფნისას გაიხსენა მძიმე პერიოდი, როდესაც გაუქმებული კონცერტების შემდეგ ლოს-ანჯელესში დაბრუნებისას, ისიც კი არ იცოდა თუ ვინ იყო, ქუჩებში უმისამართოდ დადიოდა, პაპარაცები კი ფოტოებს უღებდნენ და მასზე უსაფუძვლო ჭორებს ავრცელებდნენ. მომღერალმა კონცერტზე ალბომის რამდენიმე სიმღერაც გააჟღერა.

ზევით