7 ოქტომბერს Grammy Consideration 2024-ის სია გამოქვეყნდა. ქართველი მომღერალი ლიზა ყენია იმ შემსრულებლებს შორისაა, რომლებმაც შესაძლოა გრემის ნომინანტების სიაში ადგილი დაიმსახუროს. ლიზამ ახალი სიმღერა, Sacrifice ზაფხულში გამოუშვა. რომლის კომპოზიტორი და ვოკალისტი თავად ლიზაა, ხოლო პროდიუსერი აზიკო ფილია გახლავთ.
რიგით 67-ე Grammy-ს დაჯილდოებისთვის რბოლა ოფიციალურად დაიწყო. ყველასათვის ცნობილია, რომ გრემი მუსიკის ინდუსტრიაში კარიერის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, ამიტომაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერი და ახალგაზრდა მუსიკოსები ამ უდიდეს ღამეს სულმოუთქმელად ელიან, იმის იმედით, რომ სულ მალე თავადაც შეძლებენ ნომინანტების რიგებში ადგილის დამკვიდრებას.
ლიზამ გრემის მოპოვების გზაზე ერთი ნაბიჯი უკვე გადადგა. ჩვენი კი, შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე გადასვლაში დავეხმაროთ.
იმისათვის, რომ ლიზა, AKA Elizabeth Frisky, შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, საჭიროა, სიმღერას ნებისმიერ პლატფორმაზე (Spotify, Youtube, TikTok) ნახვების, კომენტარებისა და მოწონებების დიდი რაოდენობა დაუგროვდეს. ამჟამად, იუტუბზე Sacrifice-ს 60 ათასამდე ნახვა აქვს.
დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება. Recording Academy-ს ჟიურიმ ხმის მიცემის პირველი ეტაპი უკვე დაიწყო და 14 ოქტომბერს დაასრულებს, ნომინანტების საბოლოო სიას კი ერთ თვეში, 8 ნოემბერს გავიგებთ. ლიზა ყენიას ტრეკი Rap Category-ში იქნება წარდგენილი.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს გაიმართება. ფერადი ფრთებით, ნოსტალგიური ელემენტებითა და ახალ ენერგიით სავსე პოდიუმზე ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებსა და ახალ სახეებს, მათ შორის მატილდა გვარლიანს.
ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის ვარსკვლავები ეკრანებზე ბრუნდებიან. ჯორჯ კლუნი ადასტურებს, რომ Ocean’s 14-ის გადაღებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამასთან, Warner Bros-ი Ocean’s-ის პრიქველზეც იწყებს მუშაობს, სადაც მარგო რობისა და ბრედლი კუპერს ვიხილავთ.
პოპვარსკვლავი და მსახიობი სელენა გომესი და მუსიკალური პროდიუსერი ბენი ბლანკომ 27 სექტემბერს სანტა-ბარბარაში დაქორწინდნენ. ინტიმურ ცერემონიას 170 სტუმარი ესწრებოდა.