#სამეფო ოჯახი #პოლიტიკა #საზოგადოება

სამეფო ოჯახი და მსოფლიო ლიდერები დიდი შვიდეულის სამიტზე

გაზიარება:

გასულ უქმეებზე, დიდ ბრიტანეთში, წლის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება - დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართა. მსოფლიო პანდემიის დაწყების დღიდან, პირველად, სამეფო ოჯახის წევრები სრული შემადგენლობით შეიკრიბნენ.

95 წლის დედოფალი ელისაბედ II და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ერთმანეთს პირველად სწორედ გასულ უქმეებზე შეხვდნენ, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 5 თვის შემდეგ.

95 წლის მონარქი ჯო და ჯილ ბაიდენებთან შესახვედრად ყვავილების პრინტიან კაბაში გამოწყობილი გამოჩნდა, კემბრიჯის ჰერცოგინიამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის კრემისფერი საშუალო სიგრძის კაბა შეარჩია, ხოლო რაც შეეხება კორნუოლის ჰერცოგინიას, მას დედოფლის მსგავსად პრინტიანი კაბა ამშვენებდა.

Eden-ის პროექტი პრინცი ჩარლზისა და კემბრიჯის ჰერცოგის ორგანიზებით მოეწყო და მისი მიზანი ჩვენ წინაშე არსებული ყველაზე რთული გამოწვევების - კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საფრთხისა და ბიომრავალფეროვნების დაკარგვის მაგალითები გახლდათ.

სამიტის შემდეგ G7-სთვის ტრადიციული ბანკეტი მოეწყო, რომელსაც ბრიტანეთში განთქმული შეფი ემილი სკოტი უძღვებოდა.

ზევით