#სამეფო ოჯახი

საბერძნეთისა და დენმარკის პრინცესა ნინა CHANEL-ის კაბით დაქორწინდა

გაზიარება:

დედამიწის ერთ კუთხეში ქალი თმობს სამეფო ტიტულს რიგით ადამიანზე ქორწინებით და 1.4 მილიონი დოლარის კომპენსაციაზეც უარს აცხადებს, მეორე მხარეს კი ქალი სამუდამოდ უკავშირებს საკუთარ ცხოვრებას სამეფო ოჯახს, ორივე გადაწყვეტილების საბაბი, რა თქმა უნდა, სიყვარული გახლავთ.

იაპონიის პრინცესა მაკოს ისტორია ჩვენთვის უკვე კარგად გახდა ცნობილი, დღეს კი საბერძნეთისა და დენმარკის პრინცესა ნინას გაგაცნობთ, რომელმაც გასულ კვირას რჩეულზე - პრინც ფილიპოსზე იქორწინა. სამეფო წყვილის ქორწილი ათენში, Metropolitan Cathedral-ში გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახი ქვეყნის სათავეში აღარ იმყოფება, საქორწინო ცერემონია ოჯახის ტრადიციების მიხედვით გაიმართა.

პრინცი ფილიპოსისა და პრინცესა ნინას პირველი და მოკრძალებული ქორწილი 2020 წლის დეკემბრის თვეში გაიმართა, ამ დროს მონარქებმა ხმამაღლა განაცხადეს, რომ ისინიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, ახლა კი როდესაც ფილიპოსა და ნინას შესაძლებლობა მიეცათ ფიცი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში განეახლებინათ - ასეც მოიქცნენ.

პრინცესა ნინათვის, რომელიც უწინ VistaJet-ის კრეატიულ დირექტორად მუშაობდა, მოდის სამყარო უცნობი ხილი ნამდვილად არ გახლდათ, მან ქორწილისთვის Chanel-ის დიდებული საპატარძლო კაბა მოირგო, რომელსაც პრინცესამ სამეფო ტიარა და ბრილიანტებითა და მარგალიტებით შემკული სამკაულიც შეუხამა.

სამეფო ოჯახში თავი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მონარქებმა მოიყარეს, სტუმართა შორის გახლდნენ, პრინცესა ბეატრისი და პრინცესა ეუგენია მეუღლეებთა ერთად - დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთის დედოფალი სოფია, ჰანოვერის პრინცი ქრისტიანი და პრინცესა ალესანდრა და სხვები.

ზევით