#კულტურა #ცნობილები #საზოგადოება

რუსკა მაყაშვილი დედა მეორედ გახდა

გაზიარება:

მსახიობი რუსკა მაყაშვილისა და მორაგბე სანდრო ნიჟარაძის ოჯახში მატებაა, წყვილი მეორე შვილის მშობელი გახდა. ახალდაბადებული ოჯახის წევრის სქესი და სახელი რუსკამ და სანდრომ საზოგადოებას მალევე გაუზიარეს - სამყაროს კატო ნიჟარაძე მოევლინა.

სასხარულო სიახლე რუსკას სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა არა ერთი კადრი გააზიარა თუ როგორ აღნიშნავენ მისი მეგობრები და ოჯახის წევრები პატარა კატოს მოვლენას სამშობიაროს გარეთ.

რუსკა მაყაშვილი 40 კვირის ორსულიც თავდაუზოგავად აგრძელებდა საყვარელი საქმის კეთებას და აქტიური ცხოვრებით ტკბობას, მსახიობი ხან  გადაცემების სტუმარი გახლდათ, ხანაც კი ტელეწამყვანის მოვალეობას ასრულებდა პირნათლად.

შეგახსენებთ, რომ კატო ნიჟარაძე, რუსკასა და სანდროს ოჯახში, რიგით მეორე შვილია, წყვილს 3 წლის ილია ჰყავს, რომელსაც საზოგადოება რუსკას პირადი სოციალური სივრციდან კარგად იცნობს.

ზევით