ჩაინიშნეთ - სულ რაღაც 4 საათში, ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერის დავით კომახიძის კოლექციის ჩვენება გაიმართება. მსოფლიო პანდემიის ფონზე, ნიუ-იორკის, მილანის, პარიზისა თუ ლონდონის მოდის კვირეულის ჩვენებები ციფრულ ფორმატში მიმდინარეობს, არც David Koma-ს შემოდგომა/ზამთარი 2021 წლის კოლექცის ჩვენება გახლავთ გამონაკლისი. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ დავითის ახალი კოლექციის ჩვენებაში ქართველ მოდელს ეთო მიგრაულს ვიხილავთ.
David Koma-ს Instagram გვერდზე უკვე გამოჩნდა რამდენიმე მოკლე ვიდეო, რომლებიც შემოდგომა/ზამთარი 2021 წლის კოლექციის გამოსვლას აანონსებენ. ერთ-ერთ მათგანში ეთო მიგრაულიც ჩანს, რომელსაც დავითის მინიმალისტური შავი კაბა და ტყავის ხელთათმანები ამშვენებს.
დავით კომახიძის ახალი კოლექციის მთავარი მესიჯი ყველაზე რთულ მომენტებშიც კი ოპტიმიზმის შენარჩუნებისკენ მოწოდებას ჰგავს. როგორც Youtube არხის აღწერაში ვკითხულობთ, მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა, ჩვენ იმის მომსწრენიც გავხდით, როგორ სწრაფად შეიცვალა ყველაფერი სამეცნიერო პროგრესის წყალობით, ეს ყველაფერი კი პირველ ყოვლისა იმედს ბადებს, უკეთესი მომავლის იმედს.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს გაიმართება. ფერადი ფრთებით, ნოსტალგიური ელემენტებითა და ახალ ენერგიით სავსე პოდიუმზე ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებსა და ახალ სახეებს, მათ შორის მატილდა გვარლიანს.
ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის ვარსკვლავები ეკრანებზე ბრუნდებიან. ჯორჯ კლუნი ადასტურებს, რომ Ocean’s 14-ის გადაღებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამასთან, Warner Bros-ი Ocean’s-ის პრიქველზეც იწყებს მუშაობს, სადაც მარგო რობისა და ბრედლი კუპერს ვიხილავთ.
პოპვარსკვლავი და მსახიობი სელენა გომესი და მუსიკალური პროდიუსერი ბენი ბლანკომ 27 სექტემბერს სანტა-ბარბარაში დაქორწინდნენ. ინტიმურ ცერემონიას 170 სტუმარი ესწრებოდა.