პრინცი ჰარი და მეგან მარკლი Ethic-ის „გავლენიანი პარტნიორები“ გახდნენ

სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას პოსტ-სამეფო რეზიუმე ზრდას განაგრძობს. New York Times-ის თანახმად, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი Ethic-ს - მდგრად საინვესტიციო ფირმას 5-წლიანი გამოცდილებით, გავლენიანი პარტნიორების ამპლუაში უერთდებიან. კომპანიის ღირებულებებსა და საქმიანობაში რომ მარტივად გაგარკვიოთ, გეტყვით რომ Ethic ეხმარება კლიენტებს დახარჯონ ფული იმ კომპანიებში, რომლებიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან.

პრინცი ჰარის და მეგანის მიზანია, საზოგადოებას დაანახვონ ის თუ რა შედეგებამდე მივყავართ გააზრებულ, წინასწარ ნაფიქრს ქმედებებს და როგორ აისახება ეს ნაბიჯები თითოეულ ჩვენგანზე.

ჩვენი პარტნიორობა, საერთო ხედვების გაზიარებას გულისხმობს, რომელთა საშუალებითაც თითოეული ინვესტიცია მდგრადია და ყველას შეუძლია მილიონობით დოლარის გამომუშავება დედამიწის გარშემო.

სასექსის ჰერცოგები იმედოვნებენ, რომ მათი ჩართულობა Ethic-ში წაახალისებს ახალგაზრდა თაობას გახდნენ უფრო მიზანმიმართულები არჩევანის კეთების პროცესში და შეძლონ გააზრებული ინვესტიციის ჩადება მდგრად კომპანიებში.

შეგახსენებთ, რომ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ახალი ბიზნეს წამოწყებები მას შემდეგ დააანონსეს, რაც მათ სამეფო ოჯახის წევრობაზე უარი განაცხადეს და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდნენ. ჰარიმ და მეგანმა უკვე ითანამშრომლეს ისეთ გიგანტ კომპანიებთან, როგორებიც Netflix და Spotify არიან, ახლა Ethic-ის ჯერიც დადგა, ვინ იცის კიდევ რა ამპლუაში ვიხილავთ წყვილს, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

ზევით