#ფოტოამბავი

ფოტოპროექტი „ჩვენ ერთ ნავში ვართ“ უკრაინის მხარდასაჭერად

გაზიარება:

რუსეთ-უკრაინის ომის გამოცხადების დღიდან-დღემდე, ქართველი ხალხი უკრაინელ ერს უსაზღვრო მხარდაჭერას უცხადებს. იმის საპასუხოდ, რომ უკრაინელების ტკივილი დღეს ქართველების ტკივილიც არის და არავის ისე, როგორც ჩვენ, გვესმის რისი გადატანა უწევთ უკრაინელებს ამ 1 თვის განმავლობაში, ფოტოპროექტი „ჩვენ ერთ ნავში ვართ“ დაიგეგმა.

ქართველი ხელოვანები, მუსიკოსები, ტელეწამყვანები, ფოტოგრაფები თუ მეწარმეები უკრაინელი ფოტოგრაფების მარინა კარპიისა და ევგენი ეფანოვის ფოტოპროექტისთვის გაერთიანდნენ და შავ-თეთრი პორტრეტებით და სპონტანური ფოტო ფლეშმობით ცდილობენ საკუთარი ხმა და თანადგომა უკრაინელებს მიაწვდინონ.

„მე ვაცნობიერებ რომ თითოეული თქვენგანი იბრძვის მთელი სამყაროსთვის და ეს ომი თქვენი გამარჯვებით დასრულდება,დიდება უკრაინას,დიდება გმირებს“ - ეკა ხოფერია.

„ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ და ჩვენ ყველას მშობლები გვიკითხავდნენ ზღაპრებს,სადაც დასასრულში ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე და სინათლე სიბნელეზე. დღეს ის, რაც შორს გვეჩვენებოდა, ძალიან ახლოს არის, ყველანი ვაცნობიერებთ, რომ სიკეთის გამარჯვება უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების რეალური ზღაპარი, რომელსაც შთამომავლობას მოვუყვებით, იმ შვილებს და შვილიშვილებს, ვისთვისაც თქვენ უკრაინელები იბრძვით. ისე არაფერი არ მდომებია დედამიწაზე, როგორც თქვენი გამარჯვება, და დარწმუნებული ვარ ყველა ღირსეული და საღად მოაზროვნე ადამიანი მთელს პლანეტაზე, მათ შორის ჩემს სამშობლოში, არის თქვენი დიდი გულშემატკივარი“ - ნიკოლოზ რაჭველი.

„მე როგორც რიგითი ქართველი ვდგავარ თქვენს გვერდით, უკრაინა ძალიან მალე იქნება თავისუფალი და თქვენ იზეიმებთ გამარჯვებას“ - ლიკა ქორქია.

„ზუსტად 1 თვეა მეც თქვენთან ერთად არ მიძინია,მეც ძალიან განვიცდი იმას, რაც ხდება უკრაინაში. მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს უბედურება უკრაინელების გამარჯვებით დასრულდება,ამაში ვარ დარწმუნებული, და ეს გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაც იქნება. თქვენ ხართ ყველაზე მებრძოლი და მაგარი ერი მთელს ევროპაში“ - ბახვა ბრეგვაძე

„ჩემთვის და ყველასთვის წარმოუდგენელი რაც ხდება უკრაინაში ამ ერთი თვის განმავლობაში, ჩემი უახლოესი ადამიანები არიან უკრაინაში და შიშველი ხელებით იბრძვიან,ყველასთვის წარმოუდგენელი იყო ეს 21 საუკუნეში, ისევ ფაშიზმთან გვიწევს ომი,გული მეხლიჩება ამაზე ფიქრით, ეს უდიდესი ტკივილია და მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, ამდენი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი არავის შერჩება“ - სოფი ვილი.

„უკრაინელებო, იცოდეთ რომ ეს ჩვენი ბრძოლაც არის, ეს თეთრის და შავის ბრძოლაა, იცოდეთ რომ მარტო არ ხართ ამ ბრძოლაში და ჩვენ თქვენს გვერდში ვართ“ - გიორგი ცაგარელი.

26 და 27 მარტს ყველა მსურველს შესაძლებლობა ეძლევა ფოტოპროექტში „ჩვენ ერთ ნავში ვართ“ მონაწილეობა ბმულზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ მიიღოს, ფოტოსურათი კი სოციალურ ქსელში გაავრცელოს ჰეშთეგით #we_are_in_the_same_boat

ზევით