#მუსიკა

ნუცა ბუზალაძე: „ეს იყო გასაოცარი მოგზაურობა, მე ბავშვობის ოცნება ავიხდინე“

გაზიარება:

American Idol-ის 21-ე სეზონის ერთადერთი უცხოელი მონაწილე, ნუცა ბუზალაძე, მუსიკალურ კონკურსს გამოეთიშა, საუკეთესო ათეულში მოსახვედრად ნუცას ხმების რაოდენობა არ ეყო. საკუთარი ოცნებებისკენ თავდაჯერებულად მიმავალმა კაშკაშა ნუცამ, უკვე წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია ამერიკის ყველაზე მასშტაბურ კონკურსში და ეჭვიც არ გვეპარება, რომ წინ კიდევ ბევრი თავგადასავალი ელის წინ, მანამდე კი გეტყვით იმას, რომ ნუცა ბუზალაძემ გასულ ღამეს American Idol შთამაგონებელ ნოტზე დაასრულა და სამყაროს კიდევ ერთხელ აუწყა, რომ შოუ მის ცხოვრებაში გაგრძელდება.

„ეს იყო გასაოცარი მოგზაურობა, ბავშვობის ოცნება ავიხდინე! ფიქრობთ, რომ განადგურებული ვარ შედეგებით? სულაც არა, გულწრფელად ველოდი ამას.

ეს ჩემი, როგორც მომღერლის პირველი ნაბიჯებია შეერთებულ შტატებში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია... გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც უკან ამ მოგზაურობისკენ ვიხედები, ემოციები მეძალება, ჩემთვის ეს უკვე გამარჯვების ტოლფასია.

მადლობელი ვარ AmericanIdol-ის ოჯახის, რომლებმაც ერთადერთ უცხოელ კონკურსანტს შოუში მონაწილეობის შესაძლებლობა მომცეს. სიტყვებით ვერ აღვწერ, როგორი მადლობელი ვარ ჩემი გულშემატკივრების საქართველოში და ახლა აშშ-შიც - თქვენი მხარდაჭერა ყველაფერს ნიშნავს! მილიონი მადლობა ქართველ ემიგრანტებს მთელი მსოფლიოდან! ყველაზე მაგარი ხალხი ხართ.

დღეს სიყვარულითა და სიხარულით ვარ სავსე! მაგრამ ასევე სავსე ვარ ენერგიით, მოტივაციით, ძალით და მონდომებით, მზად ვარ გადავდგა შემდეგი ნაბიჯები ჩემს კარიერაში! ორ რამეს გპირდებით: მომავალში ბევრჯერ გაიგონებთ ნუცას და მეორე - მე ვრჩები ჰოლივუდში და არსად წავალ.
გავაგრძელოთ წინსვლა!“ - დაწერა ნუცამ პირად გვერდზე.

TheDiary წარმატებას უსურვებს ნუცას წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, წინ კიდევ ბევრი მწვერვალია დასაპყრობი! The Show Must Go On Baby!

ზევით