#კულტურა #სამეფო ოჯახი #წიგნების თარო

მეგან მარკლის პირველი წიგნი კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება

გაზიარება:

თვის დასაწყისში მეგან მარკლმა საბავშვო წიგნი გამოუშვა, რომელიც მზის შუქის ხილვისთანავე ბესტსელერთა სიაში მოწინავე პოზიციაზე დაიკავა. სასექსის ჰერცოგინიას გულშემატკივრებისთვის ეს წიგნი, მეგანის პირველ შემოქმედებად ითვლებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ პირველი წიგნი ჰერცოგინიამ, ჯერ კიდევ სკოლაში, სწავლის დროს დაწერა.

კონგრესის ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, კარლა ჰეიდენმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ჰერცოგინიას პირველ წიგნს გვაცნობს. "სახე ჭორფლების გარეშე... ღამე ვარსკვლავების გარეშე" - ამ სახელწოდების წიგნი მეგან მარკლმა მე-8 კლასში ყოფნის დროს დაწერა და 1996 წელს ამერიკის საავტორო უფლებების დაცვის ოფისს მიმართა.

ზოგ ადამიანს მიაჩნია, რომ ჩემი ჭორფლები უცნაურია, თუმცა მე მათ არ ვეთანხმები, რადგან თუ კი ჩემი ჭორფლები არ მექნებოდა, ვერ შევძლებდი ნამდვილი მე ვყოფილიყავი.

მეგანის პირველ წიგნს საყვარელი ჩანახატიც აქვს დართული და პირადი აღწერა, სკოლის მოსწავლე გოგონასი, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და თინეიჯერობის წლებით ტკბება.

წიგნი, რომელსაც, ამ დრომდე მსოფლიო მეგან მარკლის სადებიუტო ნამუშევრად მიიჩნევდა, სულ რამდენიმე კვირის წინ ჩაეშვა გაყიდვაში, საბავშვო წიგნი The Bench (სკამი) მამისა და ვაჟის განსაკუთრებული კავშირის შესახებ მოგვითხრობს, მთხრობლის ამპლუაში კი დედა იმყოფება.

შთაგონება მეგანს საკუთარი ოჯახური ისტორიიდან გაუჩნდა - თავდაპირველად სასექსის ჰერცოგინიამ პრინც ჰარის მამის საერთაშორისო დღის აღსანიშნად პოემა მიუძღვნა, რომელიც ჰარისა და არჩის ურთიერთობას აღწერდა. მეგანი მალევე მიხვდა, რომ ამ მცირე პოემის განვრცობა და საბავშვო წიგნად ქცევა შეეძლო და ასეც მოიქცა.

ზევით