მოდის ბიზნესის სასერტიფიკატო კურსი

FASHION BUSINESS-ის ინტენსიური კურსი
20 ოქტომბერი – 15 დეკემბერი

მიზანი
პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების სრულფასოვან ჩართვას მოდის ინდუსტრიის რეალურ პროცესებში. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან მოდის ბიზნესის ძირითად პრინციპებს ბრენდის შექმნიდან მის სტრატეგიულ განვითარებამდე. მათ ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ, როგორ ყალიბდება ბრენდის პოზიციონირება, როგორ იგეგმება ბიზნეს-სტრატეგია და რა ეტაპებს გადის პროდუქტი წარმოებიდან მომხმარებლამდე.

რას ვისწავლი?
– მოდის ბიზნესის ძირითადი პრინციპები
– ბრენდის შექმნა, პოზიციონირება და განვითარება
– წარმოების პროცესის ეტაპები
– თანამედროვე ტენდენციები და მდგრადობა
– კომუნიკაციისა და მარკეტინგის სტრატეგიები

ვინ ასწავლის

სწავლებას წარუძღვებიან საქართველოს წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილებით გაუზიარებენ ცოდნას მონაწილეებს. გარდა ამისა, პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს ცნობილი მოდის ბრენდების, დიზაინერებისა და ინფლუენსერებისგან, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს უშუალოდ ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან მიიღონ პრაქტიკული რჩევები და ინსპირაცია.

ვინ ვიქნები?
კურსდამთავრებული შეძლებს მოდის ბრენდის ბიზნეს-სტრატეგიის ჩამოყალიბებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე მისი პოზიციონირების მართვასა და თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებას.


რეგისტრაციისთვის დააკლიკეთ აქ: Register Now

ზევით