#სამეფო ოჯახი

კემბრიჯის ჰერცოგებმა პრინცი ჯორჯის ახალი პორტრეტი გაგვიზიარეს

გაზიარება:

კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია შვილების დაბადების დღისთვის ტრადიციას არ არღვევენ და პრინცი ჯორჯის 8 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 22 ივლისის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, უფროსი შვილის უცნობ პორტრეტს გვიზიარებენ.

ხვალ 8 წელი უსრულდება - ლაკონიურად ეწერა პოსტის აღწერაში.

პრინცი ჯორჯის პორტრეტის ავტორი ამჯერადაც ქეით მიდლტონი გახლავთ, კემბრიჯის ჰერცოგინია ფოტოგრაფიით განსაკუთრებითაა გატაცებული და ყოველთვის საკუთარი ხელით გადაღებულ შვილის პორტრეტებს გვიზიარებს. 11 საათის წინ Instagram-ზე გამოქვეყნებულმა სურათმა უკვე 1 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

პრინცი ჯორჯი ახლა არდადეგებით ტკბება, კემბრიჯის ჰერცოგების უფროსმა ვაჟმა Thomas's Battersea-ს სკოლის მესამე კლასი დაამთავრა და მშობლებს სამეფო ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარა. პრინცი ჰერცოგნთან და ჰერცოგინიასთან ერთად უემბლის მოედანზე ინგლისის ნაკრების მატჩებს ორჯერ დაესწრო და საზოგადოებას გულწრფელი, ბავშვური ემოციებით დაამახსოვრა თავი.

ზევით